დღის ამბები

საგანგებო მდგომარეობის გამო, ბაზარში მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული

თელავში, აგრარულ ბაზარს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში რამდენიმე დიდი სუპერმარკეტი ფუნქციონირებს, მოსახლეობის უმრავლესობა მაინც აგრარული ბაზრის მომხმარებლები არიან.

მოხვდება თუ არა, თელავის აგრარული ბაზარი იმ სიაში, რომელთაც დახურვის საშიშროება ემუქრება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დღეს, ადგილზე ვითარება MAK-GE-იმ გადაამოწმა. თელავში ვითარება სტაბილურად მშვიდია, რადგან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება, ბაზრის ადმინისტრაციისგან მკაცრი კონტროლით ხდება.

,, საგანგებო მდგომარეობის გამო, ბაზარში მკაცრი შეზღუდვებია -დაწესებული. თვითონ ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვაკონტროლებთ სიტუაციას და ბაზრის შესასვლელსა და გასასვლელს , მიღებული წესებით ვარეგულირებთ. მოქალაქეებს შეზღუდული დროით აქვთ, ბაზარში გაჩერების უფლება, რადგან 4-4 მოქალაქით ვანაცვლებთ ერთმანეთს. შესასვლელთან კი კარგად ხედავთ, როგორ იცავენ დისტანციას.”-ამბობს MAK.GE-ისთან , თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

თელავის აგრარულ ბაზარში მოქალაქეთა დისტანცირებისა და სანიტარული პირობების დაცვის მიზნით შეზღუდვები, 1 აპრილს ამოქმედდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close