გურჯაანითვითმმართველობა

გურჯაანში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

გურჯაანში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დიდების მემორილზე გაიმართება.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიებები 14:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათზე ჯგუფი “ბანის” გალა კონცერტით დასრულდება.

” იხილეთ ღონისძიებების განრიგი:

14:00 – 18:00 საათი გურჯაანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;

14:00 საათიდან ფოტო – გამოფენა ,,ძველი და ახალი გურჯაანი”;

14:00 საათიდან ფოტო – გამოფენა ,,26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე”;

14:00—17:00 საათი ადგილობრივი შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა;

15:00 – 18:00 საათი სპორტული აქტივობა – შეჯიბრი ჭადრაკში;

17:00 – 19:00 საათი კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით

20:00 საათი გალა კონცერტი ჯგუფი ,,ბანი” ;

21:00 საათი DJ გიგა პაპასკირი

თავისუფლების სიყვარულით, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close