დღის ამბები

გიგანტური მაგნიტური ანომალია სწრაფად იზრდება და მრავლდება – მეცნიერების თქმით, ფენომენი ავისმომასწავებელია

გიგანტური მაგნიტური ანომალია სწრაფად იზრდება და მრავლდება - მეცნიერების თქმით, ფენომენი ავისმომასწავებელია

ევ­რო­პის კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ თა­ნამ­გზავ­რე­ბი­დან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ი­ღო: სამ­ხრეთ-ატ­ლან­ტი­კუ­რი მაგ­ნი­ტუ­რი ანო­მა­ლია, ასე­ვე ცნო­ბი­ლი, რო­გორც ბრა­ზი­ლი­უ­რი, ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის მსგავ­სად იქ­ცე­ვა – ის იზ­რდე­ბა და იყო­ფა ნა­წი­ლე­ბად, ანუ მრავ­ლდე­ბა. ორ­ბი­ტი­დან ნათ­ლად ჩანს, რო­გორ წარ­მო­იქ­მნე­ბა ბირ­თვი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ახ­ლოს აფ­რი­კას­თან მდე­ბა­რე­ობს.

თავ­და­პირ­ვე­ლად ანო­მა­ლია 2011 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. უკვე მა­შინ­ვე მისი ლაქა გა­და­ჭი­მუ­ლი იყო ბრა­ზი­ლი­ი­დან ზიმ­ბაბ­ვემ­დე. ამ­ჟა­მად კი მისი ზომა 8 მი­ლი­ონ კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტ­რამ­დეა გაზ­რდი­ლი.

ე.წ. ლა­ქის შიგ­ნით მაგ­ნი­ტუ­რი ველი გა­ცი­ლე­ბით სუს­ტია, ვიდ­რე გა­რეთ. ზღვის დო­ნე­ზე მისი ინ­ტენ­სი­ვო­ბა იგი­ვეა, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 1000 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე.

ანო­მა­ლია წარ­მო­ად­გენს ერ­თგვარ ხვრელს პლა­ნე­ტის მაგ­ნი­ტოს­ფე­რო­ში – გარსში, რო­მე­ლიც იცავს ყვე­ლა ცო­ცხალ არ­სე­ბას კოს­მო­სუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბი­სა და მზის ქა­რის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან. სა­გან­გა­შოც სწო­რედ ეს არის, რად­გან პრო­ცე­სე­ბი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ ასეთ­მა ხვრელ­მა-ლა­ქებ­მა მთე­ლი პლა­ნე­ტა და­ფა­როს?

და­აკ­ვირ­დით სიმპტო­მებს…

გე­ო­ფი­ზი­კო­სე­ბი ში­შო­ბენ, რომ ახლა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტურ პო­ლუ­სებ­ში, გარ­და­უ­ვალ ცვლი­ლე­ბას მო­ას­წა­ვებს – ე.წ. გე­ო­მაგ­ნი­ტურ ინ­ვერ­სი­ას, რო­დე­საც სამ­ხრეთ მაგ­ნი­ტუ­რი პო­ლუ­სი ხდე­ბა ჩრდი­ლო­ე­თი და პი­რი­ქით.

ინ­ვერ­სი­უ­ლი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს რო­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა და მათ­მა კო­ლე­გებ­მა კო­ლო­რა­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ არა მხო­ლოდ სამ­ხრეთ ატ­ლან­ტი­კუ­რი ანო­მა­ლი­ის უც­ნა­ურ ტრანსფორ­მა­ცი­ას, არა­მედ ამ­ბო­ბენ, რომ სხვა სა­გან­გა­შო სიმპტო­მე­ბიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლე­ბიც ერ­თად და ცალ-ცალ­კე შე­საძ­ლოა, სა­შიშ კა­ტაკ­ლიზ­მებს წარ­მო­ად­გენ­დეს.

პო­ლუ­სე­ბი უკვე იც­ვლე­ბა, თა­ნაც საკ­მა­ოდ სწრა­ფად – ჩრდი­ლო­ეთ მაგ­ნი­ტუ­რი – გა­და­დის კა­ნა­დის კუნ­ძულ ელეს­მე­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან რუ­სე­თის­კენ – ციმ­ბირ­ში. მისი სიჩ­ქა­რე 1904 წლი­დან 15 კი­ლო­მეტ­რი­დან წე­ლი­წად­ში 60-მდე გა­ი­ზარ­და.

ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხრეთ პო­ლუს­მაც და­ტო­ვა ან­ტარ­ქტი­და და ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნეს შე­უ­ერ­თდა.

თა­ვად დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ველი ბოლო 200 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15%-ით შე­სუს­ტდა და ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. ამის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბა, რო­მე­ლიც გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლი­სა და და­მუხ­ტუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ურ­თი­ერთქმე­დე­ბის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა. უფრო ად­ვი­ლი გახ­და ნა­წი­ლა­კე­ბის შეღ­წე­ვა ქვე­და გა­ნე­დებ­ში.

ის, რომ პლა­ნე­ტის მი­ზი­დუ­ლო­ბის ძალა აღარ არის იგი­ვე, მოწ­მობს მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბის მო­მა­ტე­ბა – სუს­ტმა მზის აფეთ­ქე­ბებ­მაც კი და­ი­წყეს მათი გა­მოწ­ვე­ვა, ამან გა­მო­იწ­ვია ამინ­დზე და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში სულ უფრო მგრძნო­ბი­ა­რე რე­აქ­ცი­ე­ბი.

ის­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა

რა­ტომ არის გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი არე­უ­ლო­ბა ცუდი? იმით, რომ პო­ლუ­სე­ბი იც­ვლი­ან ად­გი­ლებს და ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩრდი­ლო­ე­თის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლებს კომ­პა­სის არა ლურ­ჯი, არა­მედ წი­თე­ლი ისა­რი და რას ნიშ­ნავს ეს?

ექ­სპერ­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ: მთა­ვა­რი საფრ­თხე, რა თქმა უნდა, არის არა პო­ლა­რო­ბის შებ­რუ­ნე­ბის შე­დე­გი, არა­მედ მისი პრო­ცე­სი. ზო­გი­ერ­თი შე­ფა­სე­ბით, ის შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს ასო­ბით ან თუნ­დაც ათა­სო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ პო­ლა­რო­ბის შებ­რუ­ნე­ბის პრო­ცეს­ში გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის ინ­ტენ­სი­ვო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად და­ე­ცე­მა – ათ­ჯერ, ან კი­დევ უფრო მე­ტად. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, დე­და­მი­წა ათე­უ­ლო­ბით მაგ­ნი­ტუ­რი პო­ლუ­სით “და­ი­ბე­რე­ბა”. ეს არის სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში. უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ველი სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა, რაც მა­შინ­ვე არ­თმევს დე­და­მი­წას მაგ­ნი­ტოს­ფე­როს. მისი “ქოლ­გის” გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა კი დიდ­ხანს ვერ გაგ­რძელ­დე­ბა. რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ზე, რომ­ლის ელექტრულ ქსე­ლებს სწრა­ფად “დაწ­ვავს“ მზის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი აფეთ­ქე­ბე­ბიც კი…

მხო­ლოდ ერთი რამ გვამ­შვი­დებს:

ინ­ვერ­სი­ებ­ზე ჯერ კი­დევ კა­მა­თო­ბენ. იქ­ნებ მარ­თლა არა­ფე­რია სა­ნერ­ვი­უ­ლო?! მაგ­რამ მეც­ნი­ე­რე­ბი, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, თა­და­რიგს იჭე­რენ. მარ­თა­ლია, ხში­რად ისი­ნი სა­კუ­თარ თავ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დი­ან: ზოგი გვპირ­დე­ბა ინ­ვერ­სი­ას “მი­ნი­მუმ ხვალ“, ზოგი – 2 ათა­სი წლის შემ­დეგ, ზოგი – 200 ათა­სი წლის, ზო­გიც – 25 მი­ლი­ო­ნი წლის შემ­დეგ. რა­ღაც კა­ტე­გო­რია კი, ამ თვალ­საზ­რი­სით, სა­ერ­თოდ არა­ფერს გვპირ­დე­ბა.

და რაც მთა­ვა­რია, თუ ვი­ვა­რა­უ­დებთ, რომ პო­ლა­რო­ბის შეც­ვლა წარ­სულ­ში უკვე მოხ­და, ფაქ­ტია, რომ სი­ცო­ცხლე დე­და­მი­წა­ზე გა­დარ­ჩა…

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close