დღის ამბები

რამდენჯერ მოატყუა “ერთმორწმუნე რუსეთმა” საქართველო?

რამდენჯერ მოატყუა "ერთმორწმუნე რუსეთმა" საქართველო?

თით­ქმის შვიდ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბევ­რჯერ უღა­ლა­ტია და და­უმ­ტკი­ცე­ბია, რომ “ერ­თმორ­წმუ­ნე“ მე­ზო­ბე­ლი ყოვ­ლად არა­სა­ი­მე­დო და მე­ტიც – მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი “მო­კავ­ში­რე” იყო.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი ჯერ კი­დევ XV სა­უ­კუ­ნე­ში დამ­ყარ­და. 1483 წელს კა­ხე­თის მეფე ალექ­სან­დრე I-მა მო­ა­წყო ელ­ჩო­ბა მოს­კოვ­ში და დიდ მთა­ვარს ივა­ნე III-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­უ­ლო­ცა ოქ­როს ურ­დოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­დან გა­მოს­ვლა. ეს რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა იყო, რო­მელ­საც იმ ეტაპ­ზე რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯი ქარ­თულ-რუ­სუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზა­ზე გა­და­იდ­გა იმა­ვე ალექ­სან­დრე I-ის შვი­ლიშ­ვი­ლის – ლე­ვან კახ­თა მე­ფის მმარ­თვე­ლო­ბის (1518-1574) პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ერთი ხა­ნო­ბა კა­ხეთ­ში რუს­თა რაზ­მიც კი იდგა. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში – 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დგომ დას­რულ­და. უსა­მარ­თლო ომმა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის და­კარ­გვა მოგ­ვი­ტა­ნა, რუ­სეთ­მა კი ახა­ლი – ოკუ­პან­ტის სტა­ტუ­სი და­იმ­კვიდ­რა. რუ­სუ­ლი ღა­ლა­ტის ანა­ტო­მი­ა­ზე ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ პა­პა­ს­ქი­რი მოგ­ვი­თხრობს:

– ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სეთ­თან სა­მო­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძი­ე­ბამ და მის იმე­დად ყოფ­ნამ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი არა­ერ­თხელ და­ა­ღა­ლა­ტა. პირ­ვე­ლად ეს მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნდა XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე, რო­დე­საც (1587 წლის 28 სექ­ტემ­ბერს) უმწვა­ვეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­თა­რე­ბა­ში კა­ხე­თის მეფე ალექ­სან­დრე II-მ ნაჩ­ქა­რე­ვად მო­ა­წე­რა ხელი ე.წ. “ფი­ცის წიგნს“ რუ­სე­თის მეფე თევ­დო­რე ივა­ნეს ძეს­თან, რი­თაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა მოს­კო­ვის ხელ­მწი­ფის უზე­ნა­ე­სო­ბა.

რუ­სე­თის­კენ “გა­დახ­რა“ ძა­ლი­ან ძვი­რად და­უჯ­და კახთ ბა­ტონს, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებ­და ლა­ვი­რე­ბას ირან-ოს­მა­ლეთს შო­რის. სპარ­სე­თის ენერ­გი­ულ­მა შაჰ­მა აბას I-მა, რო­მელ­მაც 1603 წელს ოს­მა­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი ომი წა­მო­ი­წყო და დიდი რე­ვან­ში­სათ­ვის ემ­ზა­დე­ბო­და, კა­ხეთ­ში ყი­ზილ­ბაშ­თა ჯა­რით გა­მოგ­ზავ­ნა ალექ­სან­დრე II-ის უმ­ცრო­სი ვაჟი (რო­მე­ლიც შა­ჰის კარ­ზე იყო აღ­ზრდი­ლი), გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი კონ­სტან­ტი­ნე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი. ფორ­მა­ლუ­რად ამ უკა­ნას­კნელს და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და და­ე­ყო­ლი­ე­ბი­ნა მა­მა­მი­სი და უფ­რო­სი ძმა უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი (ამა­ვე დროს მე­ფის თა­ნა­მო­საყ­დრე) შირ­ვან­ში (რო­მე­ლიც ამ დროს ოს­მალ­თა კონ­ტროლ­ქვეშ იყო) გა­ლაშ­ქრე­ბა­ზე, თუმ­ცა არა­ვი­თარ ეჭვს არ იწ­ვევს, რომ კონ­სტან­ტი­ნე-მირ­ზას ვო­ი­ა­ჟის რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი კა­ხეთ-რუ­სე­თის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლა იყო. ზუს­ტად იმ დროს (1605 წ. 12 მარტს), რო­დე­საც ძე­გამ­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო შეხ­ვედ­რა რუს ელ­ჩებ­თან, კონ­სტან­ტი­ნე ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა და მის­მა ყი­ზილ­ბა­შურ­მა ამა­ლამ სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მეს ალექ­სან­დრე II და გი­ორ­გი უფ­ლის­წუ­ლი. და ეს ყო­ვე­ლი­ვე, ფაქ­ტობ­რი­ვად, რუსი ელ­ჩე­ბის თვალ­წინ მოხ­და.

ძე­გა­მის ტრა­გე­დი­ას თით­ქოს თვა­ლი უნდა აე­ხი­ლა რუ­სე­თის მო­ი­მე­დე ძა­ლე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის ნა­წი­ლი მა­ინც არ ეშ­ვე­ბო­და მოს­კო­ვის­გან მფარ­ვე­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბებს. ამ მხრივ, კვლავ აქ­ტი­უ­რობ­დნენ ბაგ­რა­ტი­ონ­თა კა­ხე­თის შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, თე­ი­მუ­რაზ I, რო­მე­ლიც 1658 წელს მოს­კოვ­შიც კი ჩა­ვი­და, ხოლო მა­ნამ­დე (1639 წელს), ხელი მო­ა­წე­რა “ფი­ცის წიგნს“, რომ­ლი­თაც ერ­თგუ­ლე­ბა შეჰ­ფი­ცა რუსთ ხელ­მწი­ფეს. ის იყო აგ­რეთ­ვე 1651 წელს მოს­კო­ვის ხელ­მწი­ფის ერ­თგუ­ლე­ბა­ზე იმე­რე­თის მე­ფის ალექ­სან­დრე III-ის და­ფი­ცე­ბის მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი. თე­ი­მუ­რაზ მე­ფის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის რუ­სუ­ლი ვექ­ტო­რის სრულ კრა­ხად უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ ის ფაქ­ტი, რომ მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა – ერეკ­ლე ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა (თა­ვის დრო­ზე მოს­კოვს გაგ­ზავ­ნილ­მა და იქ აღ­ზრდილ­მა) სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ა­ხერ­ხა არა მოს­კო­ვის მხარ­და­ჭე­რით, არა­მედ მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც და­ტო­ვა რუ­სე­თი, ეახ­ლა ირა­ნის შაჰს, მი­ი­ღო იქ მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბა და და­ი­კა­ვა ქარ­თლის (და არა კა­ხე­თის) მე­ფე­თა ტახ­ტი.

ერთი სი­ტყვით, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ აქ­ტი­უ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო­სათ­ვის არა­ვი­თა­რი სარ­გე­ბე­ლი არ მო­უ­ტა­ნია. პი­რი­ქით, მოს­კო­ვის “დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვებ­მა“, რომ­ლე­ბიც, ოდ­ნა­ვა­დაც არ იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით (იმ დროს რუ­სეთს ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნდა) ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს ახა­ლი საფრ­თხე­ე­ბი შე­უქ­მნა.

მომ­დევ­ნო დიდი ღა­ლა­ტი “ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სე­თის“ მხრი­დან, რის შე­დე­გა­დაც ოს­მა­ლებ­მა თბი­ლი­სი და­ი­კა­ვეს

– იგი­ვე გან­მე­ორ­და XVIII სა­უ­კუ­ნე­ში. რუ­სეთ­ზე ორი­ენ­ტა­ცი­ამ სრუ­ლი ფი­ას­კო გა­ნი­ცა­და 20-იანი წლე­ბის დამ­დეგს, რო­დე­საც ქარ­თლის ხე­ლი­სუ­ფა­ლი ვახ­ტანგ VI რუ­სე­თის ძლე­ვა­მო­სილ იმ­პე­რა­ტორს პეტ­რე I-ს ენდო და მას­თან სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რი შეკ­რა ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ ამ უკა­ნას­კნელ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­წყვი­ტა “სპარ­სე­თის ლაშ­ქრო­ბა“ და ის­პა­ჰა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ქარ­თლის მეფე შუა გზა­ზე მი­ა­ტო­ვა.

კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბის მომ­ლო­დი­ნე ვახ­ტან­გმა არ მი­ი­ღო ოს­მა­ლე­თის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ ალი­ანსზე, რა­მაც სულ­თა­ნი უკი­დუ­რე­სად გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. შე­დე­გად ოს­მა­ლებ­მა თბი­ლი­სი და­ი­კა­ვეს, ქარ­თლის მეფე კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ქვე­ყა­ნაც და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ამაო გა­მოდ­გა რუ­სეთს გა­ხიზ­ნუ­ლი ვახ­ტანგ VI-ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მცდე­ლო­ბე­ბი სან­კტ პე­ტერ­ბურ­გის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რით ტახ­ტი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ჯე­რა­დაც არ აღ­მოჩ­ნდა მზად რე­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია დევ­ნი­ლი მე­ფის­თვის. ეს იყო პირ­ვე­ლი დიდი ღა­ლა­ტი “ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სე­თის“ მხრი­დან.

რუსი იმ­პე­რა­ტო­რის 1801 წლის 12 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ცე­მუ­ლი მა­ნი­ფეს­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კი­დან გაქ­რო­ბა

– მი­უ­ხე­და­ვად გან­ცდი­ლი კა­ტას­ტრო­ფი­სა, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ ეხ­სნე­ბოდ­ნენ რუ­სე­თის იმე­დად ყოფ­ნას და ჯი­უ­ტად ცდი­ლობ­დნენ რუ­სე­თის მეშ­ვე­ო­ბით მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი გა­რე­მოც­ვი­დან გა­მოს­ვლის გზე­ბის ძი­ე­ბას. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ კი­დევ ერთი იმედ­გაც­რუ­ე­ბა – “ე.წ. “გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტი“, რო­მელ­საც მოჰ­ყვა მო­რი­გი დიდი ღა­ლა­ტი. მი­უ­ხე­და­ვად ტრაქ­ტა­ტით გა­წე­რი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, რუ­სეთ­მა თითი თით­ზე არ და­ა­კა­რა და 1795 წელს ერთი ერ­თზე შე­ა­ტო­ვა ერეკ­ლე II თბი­ლის­ზე მომ­დგარ აღა მაჰ­მად ხა­ნის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან არ­მი­ას, რაც კრწა­ნი­სის ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და.

სწო­რედ კრწა­ნი­სით და­ი­წყო “ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სე­თის“ მიერ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მოშ­ლის პრო­ცე­სი. პირ­ვე­ლი აქტი ამ გზა­ზე იყო იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრე I-ის მიერ 1801 წლის 12 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ცე­მუ­ლი მა­ნი­ფეს­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფო გა­უქ­მდა და აქ რუ­სუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა დამ­ყარ­და. XIX ს. 10-60-იან წლებ­ში კი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ ეტა­პობ­რი­ვად მო­ახ­დი­ნა ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო-სამ­თავ­რო­ე­ბის ლიკ­ვი­და­ცია, გა­აქ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი რუ­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო და მის ად­გი­ლას თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის რუ­სუ­ლი გუ­ბერ­ნი­ე­ბი შექ­მნა.

მო­რი­გი ღა­ლა­ტი – 1920 წლის 7 მა­ი­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბა

– რუ­სე­თის მო­რი­გი დიდი ღა­ლა­ტი იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სია 1921 წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტში, რო­მელ­საც მოჰ­ყვა სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს – სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ხო­ბა და ქვეყ­ნის ანექ­სია. ეს მოხ­და მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა რუ­სე­თის ბოლ­შე­ვი­კურ­მა რე­ჟიმ­მა უხე­შად და­არ­ღვია 1920 წლის 7 მა­ისს,

სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­სა და რუ­სე­თის სო­ცი­ა­ლის­ტურ ფე­დე­რა­ცი­ულ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კას შო­რის მოს­კოვ­ში და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რუ­სეთ­მა იუ­რი­დი­უ­ლად ცნო სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თბი­ლის­ში სა­ელ­ჩოც გა­იხ­სნა. ამ მო­ღა­ლა­ტუ­რი აქ­ტის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო ქარ­თვე­ლი იო­სებ სტა­ლი­ნი (ჯუ­ღაშ­ვი­ლი) – საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მთავ­რო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი წევ­რი – ეროვ­ნე­ბა­თა საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი (მი­ნის­ტრი), ვლა­დი­მირ ლე­ნი­ნის “მარ­ჯვე­ნა ხელი“, რო­მე­ლიც მოგ­ვევ­ლი­ნა ახა­ლი რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს იმ­პე­რი­უ­ლი მო­წყო­ბის მთა­ვარ “არ­ქი­ტექ­ტო­რად“. ეს სწო­რედ მის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ე.წ. “ავ­ტო­ნო­მი­ზა­ცი­ის“ პრო­ექ­ტით, სა­ქარ­თვე­ლო (ე.წ. “ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ფე­დე­რა­ცი­ის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, აგ­რეთ­ვე უკ­რა­ი­ნი­სა და ბე­ლო­რუ­სის “სუ­ვე­რე­ნულ“ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­თან ერ­თად) უნდა შე­სუ­ლი­ყო რუ­სე­თის საბ­ჭო­თა ფე­დე­რა­ცი­ულ სო­ცი­ა­ლის­ტურ რეს­პუბ­ლი­კა­ში ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სტა­ტუ­სით.

ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ჟი­მის ლი­დერ­მა ვლა­დი­მირ ლე­ნინ­მა თით­ქოს “და­ი­წუ­ნა“ “ავ­ტო­ნო­მი­ზა­ცი­ის“ სტა­ლი­ნი­სე­უ­ლი ფორ­მუ­ლა და ახა­ლი სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფოს იდეა წარ­მო­ად­გი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვით იქ­მნე­ბო­და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის კავ­ში­რი – სსრკ. ამას­თან, თი­თო­ე­ულ რეს­პუბ­ლი­კას ეძ­ლე­ო­და კავ­ში­რი­დან თა­ვი­სუ­ფა­ლი გას­ვლის უფ­ლე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ლე­ნი­ნის ამ ჩა­ნა­წერ­მა “კავ­ში­რი­დან თა­ვი­სუ­ფა­ლი გას­ვლის უფ­ლე­ბის“ შე­სა­ხებ და­შა­ლა სსრკ. სწო­რედ ამის გამო ლე­ნი­ნი­სე­უ­ლი ეს ჩას­წო­რე­ბა დღემ­დე ვე­რაფ­რით მო­უ­ნე­ლე­ბია ვლა­დი­მირ პუ­ტინს, რო­მე­ლიც ღიად ამ­ბობს, რომ ამ ჩა­ნა­წე­რით “ჩა­ი­დო ნაღ­მი“ რუ­სე­თის “სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ქვეშ “. ამი­ტო­მა­ცაა პუ­ტი­ნი სტა­ლი­ნის აგ­რე­სი­უ­ლი იმ­პე­რი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­მაგ­რძე­ლე­ბე­ლი და მისი მემ­კვიდ­რე.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­ჩა­ღე­ბა აფხა­ზეთ­სა და ე.წ. “სამ­ხრეთ ოსეთ­ში“

– რუ­სე­თის მო­რი­გი ღა­ლა­ტი – სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი გა­მოს­ვლე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­ჩა­ღე­ბა აფხა­ზეთ­სა და ე.წ. “სამ­ხრეთ ოსეთ­ში“ XX ს. 90-იან წლებ­ში. მარ­თა­ლია, მოს­კო­ვი, ერთი შე­ხედ­ვით, ღიად არ ჩა­რე­უ­ლა სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში და თავს ისე წარ­მო­ა­ჩენ­და, თით­ქოს მე­დი­ა­ტო­რი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ცხად­ზე უცხა­დე­სი იყო, რომ სწო­რედ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო იყო სა­ქარ­თვე­ლოს მიერ “და­ჩაგ­რუ­ლი“ აფხა­ზი და ოსი ხალ­ხე­ბის “გმი­რუ­ლი“ ბრძო­ლი­სა და “გა­მარ­ჯვე­ბის“ მთა­ვა­რი “შე­მოქ­მე­დი“. სამ­წუ­ხა­როდ, მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ მა­შინ არ და­ი­ჯე­რა (უფრო სწო­რად არ ისურ­ვა და­ე­ჯე­რე­ბი­ნა) ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა…

რუ­სე­თის მიერ თავ­სმოხ­ვე­უ­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი, ფეხ­ქვეშ გა­თე­ლი­ლი შე­თან­ხმე­ბა და მი­ტა­ცე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რება

– მაგ­რამ მითი რუ­სე­თის მე­დი­ა­ტო­რო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის და­ჯე­რე­ბას ასე მონ­დო­მე­ბით ცდი­ლობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა, ერ­თბა­შად და­ამ­სხვრია ღია სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ამ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში. ამ­ჯე­რად უკვე ყვე­ლა­სათ­ვის ცხა­დი გახ­და, თუ ვინ იდგა 1992-1993 წლებ­ში აფხა­ზეთ­სა და ე.წ. “სამ­ხრეთ ოსეთ­ში“ მო­წყო­ბი­ლი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ამ­ბო­ხე­ბე­ბის უკან და ვინ აწარ­მო­ებ­და “ჯვა­როს­ნულ“ ომს ერ­თი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. და­სა­ნა­ნია მხო­ლოდ ის, რომ მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ იმ­ჟა­მად მა­ინც ვერ შე­ა­ფა­სა ჯე­როვ­ნად რუ­სე­თის გა­თავ­ხე­დე­ბის მას­შტა­ბე­ბი და მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში კვლავ ერ­თგვა­რი “დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი შე­გო­ნე­ბის“ რე­ჟიმს დას­ჯერ­და.

დღეს უკვე ყვე­ლა­სათ­ვის ნა­თე­ლია, იმ­ჟა­მად და­სავ­ლეთს მკაცრ შე­მა­კა­ვე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე რომ ეფიქ­რა რუ­სე­თის მი­მართ და მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ეხ­დი­ნა პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის იზო­ლი­რე­ბა, არც 2014 წელს რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის მი­ტა­ცე­ბა და “დონ­ბა­სის ამ­ბო­ხის“ ინ­სპი­რი­რე­ბა იქ­ნე­ბო­და და, რაც მთა­ვა­რია, არ იქ­ნე­ბო­და 2022 წლის 24 თე­ბერ­ვა­ლი – უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რა.

2008 წლის აგ­ვის­ტო იყო მთლი­ა­ნად რუ­სე­თის მიერ თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ომი – ფაქ­ტობ­რი­ვად, 1921 წლის გაგ­რძე­ლე­ბა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად კრემ­ლის რე­ჟიმ­მა ვერ მი­აღ­წია და­სა­ხულ მი­ზანს, ვერ და­ამ­ხო სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ვერ დას­ვა თა­ვი­სი მა­რი­ო­ნე­ტი (“ახა­ლი ორ­ჯო­ნი­კი­ძე“) თბი­ლის­ში. მე­ტიც, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ან­გა­რი­ში გა­ე­წია სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სათ­ვის და ხელი მო­ე­წე­რა ნი­კო­ლა სარ­კო­ზის – საფ­რან­გე­თის (იმ­ხა­ნად ევ­რო­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის) პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ ჩას­წო­რე­ბუ­ლი (რუ­სე­თი­სათ­ვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, კა­პი­ტუ­ლან­ტუ­რი) შე­თან­ხმე­ბი­სათ­ვის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მად მოს­კო­ვი ვალ­დე­ბუ­ლი იყო და­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჯა­რის გაყ­ვა­ნა­სა და 2008 წლის 7 აგ­ვის­ტომ­დე­ლი ვი­თა­რე­ბის აღ­დგე­ნა­ზე.

მაგ­რამ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩვე­ულ ტრა­დი­ცი­ას არ უღა­ლა­ტა, ამ­ჯე­რა­დაც ფეხ­ქვეშ გა­თე­ლა (ისე­ვე, რო­გორც 1801 და 1921 წლებ­ში) მის მი­ერ­ვე (ამ შემ­თხვე­ვა­ში პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი თო­ჯი­ნის “პრე­ზი­დენტ” მედ­ვე­დე­ვის) ხელ­მო­წე­რი­ლი და ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რის ნი­კო­ლა სარ­კო­ზის მიერ და­მოწ­მე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი და სულ რა­ღაც 10 დღე­ში – 2008 წ. 26 აგ­ვის­ტოს აფხა­ზე­თი და ე.წ. “სამ­ხრეთ ოსე­თი“ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close