დღის ამბები

უკვე ოფიციალურად – ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით 2035 წლიდან ევროკავშირში შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 100%-ით აიკრძალება

უკვე ოფიციალურად - ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით 2035 წლიდან ევროკავშირში შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 100%-ით აიკრძალება

ევროკავშირის საბჭომ მიიღო რეგულაცია ახალი მსუბუქი ავტომობილებისთვის CO2-ის ემისიის უფრო მკაცრი სტანდარტების შესახებ, რომლის მიზანია 2035 წლიდან ასეთი გამონაბოლქვის 100%-ით შემცირება.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის დაპირებებს Fit for 55 პაკეტის ფარგლებში (ევროკავშირის კლიმატის გეგმა 2030 წლისთვის სათბურის გაზების ემისიების 55%-მდე შემცირების შესახებ 1990-იან წლებთან შედარებით ). ახალი წესები გახსნის შესაძლებლობებს მოწინავე ტექნოლოგიებისთვის და შექმნის იმპულს ინვესტიციებისთვის წიაღისეული საწვავის გარეშე მომავალში“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს კლიმატისა და გარემოს მინისტრმა რომინა პურმოხტარმა.

მიღებული რეგულაცია ადგენს შემდეგ მიზნებს: 2030 წლიდან 2034 წლამდე 2021 წელთან შედარებით CO2-ის ემისიების 55%-ით შემცირება ახალი ავტომობილებისთვის და 50%-ით ახალი მსუბუქი სატვირთო ავტომობილებისთვის. 2035 წლიდან – 100%-ით CO2-ის გამონაბოლქვის შემცირება ორივე ტიპის ტრანსპორტისთვის.

როგორც ბრიუსელში განმარტეს, ახალი წესები მიზნად ისახავს საგზაო ტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებას, რაც ტრანსპორტის სექტორში გამონაბოლქვის უდიდეს წილს შეადგენს, და უზრუნველყოფს საავტომობილო ინდუსტრიის მიზანმიმართულ სტიმულს, გადავიდეს ნულოვანი ემისიების მობილურობაზე, რაც უზრუნველყოფს მუდმივ ინოვაციას ინდუსტრიაში.”

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close