საზოგადოება

ყვარელში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამა გაუქმდა

ყვარელში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამა გაუქმდა

რუსული ენის შემსწავლელი პროგრამა, რომელიც ყვარლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მარტის დასაწყისიდან ფუნქციონირებდა, გაუქმდა. ინფორმაცია პროგრამის გაუქმების შესახებ, მერიის ა(ა)იპის „კულტურის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაია ზარდიაშვილმა გაავრცელა. მას მიზეზები არ დაუსახელებია.

პროგრამის გაუქმებას წინ უძღოდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის  პროტესტი.

ყვარლის „კულტურის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი ამბობდა, რომ რუსული ენის კურსზე 40 მოსწავლე ჩაირიცხა და მსურველი კიდევ უფრო მეტი იყო.

„ბავშვები, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, მათ მოგვმართეს და გვთხოვეს დახმარება. პედაგოგს, რომელსაც ჩვენი სამსახური 200 ლარს უხდის, 40 ბავშვი ჰყავს და აგებინებს იმას, რასაც სკოლაში ვერ იგებენ… უფროსებიც მოდიან, ჩვენც გვინდა სწავლაო, მაგრამ მათ არ ვიღებთ. ჩვენ გვაქვს ინგლისურის, გერმანულის, მათემატიკის კურსები, ასევე ინკლუზიური – ქარგვის და ხატვის კურსები. ეს ბავშვები კაპიკს არ იხდიან არაფერში. ეს არის ჩემი პროექტი… პროექტი როგორ, გამგებელი დამეხმარა, აბა, მე როგორ გავაკეთებდი ისე, თუ რაიონი არ დამეხმარა, ხომ? ერთ პატარა ოთახში სწავლობს 300 ბავშვი საათების მიხედვით“, – განაცხადა 23 მარტს მაია ზარდიაშვილმა და დაამატა, რომ ცენტრში ინგლისურისა და გერმანულის უფასო კურსებზეც ამდენივე მოსწავლე სწავლობდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close