დღის ამბები

კახეთში, მოწყვლადი ოჯახების დახმარება იწყება

COVID-19 ინფექციით გამოწვეული მდგომარეობის გამო, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი World Vision საქართველოს მხარდაჭერით და ადგილობრივ მუნუციპალიტეტთან კოორდინირებით იწყებს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების და მათი ოჯახების დახმარებას სურსათით და ჰიგიენური ამანათებით.

,,არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოხდა ბენეფიციარების შერჩევა კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე და გამოიკვეთა რამდენიმე სამიზნე ჯგუფი: უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან”.-განაცხადა World Vision-ის,კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნანა ათუაშვილმა.

პირველ ეტაპზე ამანათები დარიგდება თელავის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 300 ოჯახთან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close