დღის ამბები

კორონავირუსი დაუდასტურდა კარდენახში, 19 მარტს, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე ჩამოსულ ახალგაზრდას

?გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 19 მარტს, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელსაც სამწუხაროდ  კორონავირუსი დაუდასტურდა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close