დღის ამბები

ხელოვნური ინტელექტი, აინშტაინის ხედვა და სხვა – წიგნები, რომელიც ელონ მასკს მისი მიზნების მიღწევაში დაეხმარა

ხელოვნური ინტელექტი, აინშტაინის ხედვა და სხვა - წიგნები, რომელიც ელონ მასკს მისი მიზნების მიღწევაში დაეხმარა

იმის შესახებ, რომ წიგნის კითხვა წარმატების მიღწევის ერთ-ერთი გამორჩეული საიდუმლოა, არაერთხელ დაგვიწერია. ამჯერად ყურადღება ელონ მასკის ბიბლიოთეკაზე შევაჩერეთ.

როგორც აღმოჩნდა, მისი საყვარელი ჟანრებია სამეცნიერო ფანტასტიკა, კვლევები ხელოვნური ინტელექტის შესახებ და მომავლის პროგნოზირება.

მასკის აუცილებლად წასაკითხ წიგნებში შედის არაერთი სამეცნიერო ფანტასტიკური რომანიც.

“What We Owe the Future” (რა გვევალება მომავლისთვის)

ეს მასკის ერთ-ერთი უახლესი არჩევანია. წიგნში ავტორი განმარტავს, ხედვას იმის შესახებ, რომ “პოზიტიური გავლენა გრძელვადიან მომავალზე უნდა იყოს თანამედროვეობის მთავარი მორალური პრიორიტეტი“.

“Superintelligence: Paths, Dangers, Strategies” (სუპერ ინტელექტი: გზები, საფრთხეები, სტრატეგიები)

მასკმა ასევე რეკომენდაცია გაუწია რამდენიმე წიგნს ხელოვნური ინტელექტის შესახებ, მათ შორის აღნიშნულს წიგნსაც, რომელიც განიხილავს კითხვებს ინტელექტუალური ცხოვრების მომავლის შესახებ მსოფლიოში, სადაც მანქანები შეიძლება უფრო ჭკვიანები გახდნენ, ვიდრე ადამიანები.

“Our Final Invention: Artificial Intelligence and the End of the Human Era” (საბოლოო გამოგონება: ხელოვნური ინტელექტი და კაცობრიობის ერის დასასრული)

ხელოვნური ინტელექტის თემაზე, მასკმა 2014 წელს ტვიტერზე დაწერა, რომ ეს წიგნი, რომელიც იკვლევს მის რისკებსა და პოტენციალს, „ღირს წასაკითხად“.

“Life 3.0: Being Human in the Age of Artificial Intelligence” (სიცოცხლე 3.0: როგორია იყო ადამიანი ხელოვნური ინტელექტის ერაში)

წიგნში MIT პროფესორი მაქს ტეგმარკი წერს გზებს იმის შესახებ, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიური პროგრესი სასარგებლო იყოს ადამიანის სიცოცხლისთვის.

“Zero to One: Notes on Startups, or How to Build the Future” (ნულიდან ერთამდე: შენიშვნები სტარტაპების შესახებ, ან როგორ ვაშენოთ მომავალი)

პიტერ ტიელი ამ წიგნში გვიზიარებს გამოცდილებას PayPal და Palantir -ის დამფუძნებლიდან გამომდინარე. მასკმა წიგნზე თქვა: „ტიელმა შექმნა მრავალი წარმატებული კომპანია და Zero to One აჩვენებს როგორ“.

“The Lord of the Rings” (ბეჭდების მბრძანებელი)

აღნიშნული წიგნის შესახებ ბევრს არაფერს დავწერთ, რადგან ის მსოფლიოპ ბესტსელერია და ყველა იცნობს.

“The Hitchhiker’s Guide to the Galaxy” (ავტოსტოპის გზამკვლელი გალაქტიკაში)

ეს წიგნი მასკმა მოზარდობისას წაიკითხა და თქვა, რომ მასში არსებული კოსმოსური ხომალდი მისი საყვარელი სამეცნიერო ფანტასტიკური ხომალდია.

“Benjamin Franklin: An American Life” (ბენჟამინ ფრანკლინი: ამერიკული ცხოვრება)

მასკის საყვარელი წიგნია ვალტერ აიზექსონის ბიოგრაფიული წიგნი ბენჯამინ ფრანკლინის შესახებ.

“Einstein: His Life and Universe” (აიშტაინი: სიცოცხლე და უნივერსი)

მასკს სიამოვნებდა ისააკსონის ბიოგრაფია ალბერტ აინშტაინზეც.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close