თვითმმართველობაყვარელი
5 აპრილს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ 2023 წლის რაუნდში განაცხადების მიღების ახალ ეტაპთან დაკავშირებით ყვარელში შეხვედრას გამართავს

5 აპრილს, 12:00 სთ-ზე, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის რაუნდში განაცხადების მიღების ახალ ეტაპთან დაკავშირებით, ყვარელში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
პროგრამით დაინტერესებულ პირებს, არსებულ და პოტენციურ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის შესახებ.
მისამართი: ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. N1 (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზი, I სართული).
დასწრება თავისუფალია.