მსოფლიო

2 გიგანტური აისბერგი ატლანტის ოკეანეში, საზღვაო გზებს უახლოვდება, ერთი ლონდონის ფართობის ტოლია, მეორე უფრო დიდი – რა საფრთხეებზე ლაპარაკობენ სპეციალისტები?

2 გიგანტური აისბერგი ატლანტის ოკეანეში, საზღვაო გზებს უახლოვდება, ერთი ლონდონის ფართობის ტოლია, მეორე უფრო დიდი - რა საფრთხეებზე ლაპარაკობენ სპეციალისტები?

ბრი­ტა­ნე­ლი მკვლე­ვა­რე­ბი ორი უზარ­მა­ზა­რი აის­ბერ­გის მოძ­რა­ო­ბის მარ­შრუტს სწავ­ლო­ბენ, რომ­ლე­ბიც ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში ნელ-ნელა სა­ზღვაო გზებს უახ­ლოვ­დე­ბი­ან და მალე შე­საძ­ლოა, კო­მერ­ცი­ულ და თევზსა­ჭერ გე­მებს პრობ­ლე­მა შე­უქ­მნან. პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა ასე­ვე აის­ბერ­გის დნო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, რო­მე­ლიც ოკე­ა­ნის ეკო­ლო­გი­ა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა.

ბრი­ტა­ნუ­ლი ან­ტარ­ქტი­დის კვლე­ვის სად­გურ “ჰა­ლის“ მახ­ლობ­ლად, გი­გან­ტურ აის­ბერგს უზარ­მა­ზა­რი ლო­დე­ბი მო­წყდა. თან­და­თა­ნო­ბით ის პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად იშ­ლე­ბა და ოკე­ა­ნე­ში იხ­სნე­ბა. ამ პრო­ცესს შე­საძ­ლოა, ათწლე­უ­ლე­ბი დას­ჭირ­დეს.

სად­გუ­რი “ჰალი“ სე­ზო­ნუ­რად მუ­შა­ობს. მკვლე­ვა­რე­ბი მას ზამ­თრის სე­ზონ­ზე ტო­ვე­ბენ. ერთ-ერთი ასე­თი გი­გან­ტუ­რი აის­ბერ­გი მათ სა­მუ­შაო სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თვითმფრი­ნა­ვი­დან გა­და­ი­ღეს. აის­ბერგს A81 ჰქვია, მისი ზომა ლონ­დო­ნის ფა­თო­ბის ტოლი და 1550/1572 კვკმ. შე­ად­გენს.

მკვლე­ვა­რე­ბის მე­ო­რე ჯგუფ­მა მე­ო­რე აის­ბერ­გის, A76-ის გარ­შე­მო გა­ცუ­რა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ის უფრო დი­დია, და­ახ­ლო­ე­ბით 3000/3563 კვ. კმ. ფარ­თო­ბის.

“ზო­გი­ერთ ად­გი­ლებ­ში საკ­მა­ოდ ახ­ლოს მი­ვე­დით და კარ­გი რა­კურ­სით შევ­ხე­დეთ. წყლის სინ­ჯი ავი­ღეთ, ამი­ტომ შე­სას­წავ­ლად ბევ­რი ნი­მუ­ში გვაქვს“, – გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მკვლე­ვარ­მა ბი-ბი-სი-სთან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

აის­ბერ­გის ამ მო­ნა­ტე­ხებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა შე­უძ­ლია მო­ახ­დი­ნოს ოკე­ა­ნის ეკო­სის­ტე­მა­ზე: ერ­თის მხრივ, მათ დნო­ბას ახ­ლავს მტკნა­რი წყლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­დი­ნე­ბა, რაც უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს ზო­გი­ერთ ზღვის ბი­ნა­დარ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, ისი­ნი ასე­ვე გა­მო­ყო­ფენ მი­ნე­რა­ლუ­რი მტვრის მნიშ­ვნე­ლო­ვან რა­ო­დე­ნო­ბას, რო­მე­ლიც მყინ­ვა­რის ქვე­და ნა­წილ­ში გა­ი­ყი­ნა. ეს მი­ნე­რა­ლე­ბი შე­ი­ცავს საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც ღია ოკე­ა­ნე­ში მცხოვ­რე­ბი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის ზრდას უწყო­ბენ ხელს.

დი­ნე­ბე­ბი­სა და ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად А76 ჩრდი­ლო­ე­თით მი­ე­დი­ნე­ბა, ფოლკ­ლენ­დის კუნ­ძუ­ლებ­სა და სამ­ხრეთ ჯორ­ჯი­ას შო­რის. ერ­თიც და მე­ო­რეც ბრი­ტა­ნე­თის ზღვი­სი­ქი­თა ტე­რი­ტო­რი­ას წარ­მო­ად­გენს.

არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ თუ А76 მი­მარ­თუ­ლე­ბას შე­იც­ვლის, შე­საძ­ლოა, ექ­ვსი და­უ­სახ­ლე­ბე­ლი კუნ­ძუ­ლის­გან შემ­დგა­რი პა­ტა­რა არ­ქი­პე­ლა­გის მახ­ლობ­ლად გა­ი­ჭე­დოს, რო­მე­ლიც შა­გის კლდე­ე­ბის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი.

“ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მის­გან მო­წყვე­ტი­ლი პა­ტა­რა აის­ბერ­გე­ბი ამ მხა­რე­ში მცუ­რა­ვი გე­მე­ბის­თვის სა­ში­ში იქ­ნე­ბა“, – თქვა პრო­ფე­სორ­მა მარკ ბელ­ჩი­ერ­მა, სამ­ხრეთ ჯორ­ჯი­ა­სა და სენდვი­ჩის კუნ­ძუ­ლე­ბის მე­თევ­ზე­ო­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის დი­რექ­ტორ­მა.

A81 შელ­ფურ მყინ­ვარს იან­ვრის ბო­ლოს გა­მო­ე­ყო, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ამ მყინ­ვარ­ში ბზა­რე­ბი მეც­ნი­ე­რებ­მა ათი წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

A81-ც A76-ს მსგავ­სად ჩრდი­ლო­ე­თის­კენ მი­დის.

ცნო­ბი­სათ­ვის, აის­ბერ­გის მას­შტა­ბის შე­ფა­სე­ბა მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით არა­ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაძ­ლევს: უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მისი მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია ზე­და­პირ­ზე. თუ წყლის ზე­და­პი­რის ზე­მოთ ყი­ნუ­ლის ბლო­კის სი­მაღ­ლე ათო­ბით მეტ­რია, მა­შინ ეს ნიშ­ნავს, რომ ის ასო­ბით მეტრს გა­დის წყალ­ქვეშ. ყვე­ლა­ზე დიდი აის­ბერ­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა ერთ ტრი­ლი­ონ ტო­ნას იწო­ნი­დეს.

დღე­ი­სათ­ვის, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდ აის­ბერგს A23a ჰქვია. მისი ფარ­თო­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 4000 კვ. კმ.-ია. მყინ­ვარს იგი 1986 წელს გა­მო­ე­ყო, მდი­ნა­რე უე­დე­ლას ჩრდი­ლო-ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში გა­ჩერ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, უზარ­მა­ზარ ყი­ნუ­ლის კუნ­ძუ­ლად გა­და­იქ­ცა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close