დღის ამბები

ნატო-მ თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა

ნატო-მ თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა.

უწყების ცნობით, 6 ერთეული სპეციალური კომპლექტაციით აღჭურვილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო 150“ საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში გადაეცა.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი, თავდაცვის ძალებისა და ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავტომობილებს, რომელიც სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო და კრიმინალური მოკვლევებისთვის საჭირო სპეციალური კომპლექტებითაა აღჭურვილი, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია სამსახურებრივი საჭიროებებისას გამოიყენებს. სპეციალიზებული ავტომობილები სამხედრო პოლიციის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ნატო-ს ნდობის ფონდის მიერ განხორციელდა და საერთო ღირებულება 542,520.00 ევროს შეადგენს. პროექტის კონტრიბუტორები ლატვია და ავსტრალია არიან,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close