ეკონომიკა

თებერვალში საარსებო მინიმუმი შემცირდა

თებერვალში საარსებო მინიმუმი შემცირდა

2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256.4 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 256.9 ლარს შეადგენდა.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2023 წლის თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 25.6 ლარით არის გაზრდილი. 2022 წლის თებერვალში საარსებო მინიმუმი 231.3 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-2 თვეში 227.1ლარით განისაზღვრა. მაშინ როცა 2023 წლის იანვარში – 227.5 ლარი, ხოლო 2022 წლის თებერვალში – 204.9 ლარი იყო.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close