დღის ამბები

ყოველდღიურად მსოფლიოში 2 მილიარდ ფინჯან ყავას სვამენ

ყოველდღიურად მსოფლიოში 2 მილიარდ ფინჯან ყავას სვამენ

ყოველდღიურად მსოფლიოში 2 მილიარდ ფინჯან ყავას სვამენ. როგორ აისახება ყავა ადამიანების ორგანიზმზე, რამდენად სწრაფად მოქმედებს კოფეინი, ამ და ყავასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე პასუხები The Guardian-მა გააერთიანა.

როგორ მოქმედებს ყავა ჩვენს ორგანიზმზე?

ყავის ეფექტი შეიძლება მის მიღებამდე დაიწყოს. 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყავის მხოლოდ შესუნთქვასაც კი შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესება და სიფხიზლის სტიმულირება.

2008 წლის კვლევა ასკვნის, რომ ფინჯან ყავას ეფექტი შეიძლება 45 წუთის შემდეგ ჰქონდეს.

რამდენად გვაფხიზლებს ყავა?

კოფეინი მოქმედებს როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი. ის ადამიანს უფრო ფხიზელს და კონცენტრირებულს, მაგრამ ამასთან, პოტენციურად უფრო გაღიზიანებულს და მშფოთვარეს ხდის.

ეხმარება თუ არა ყავა სპორტსმენებს შედეგების გაუმჯობესებაში?

2020 წელს მოყვარულ ველოსიპედისტებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყავა სპორტსმენის შედეგს საშუალოდ 1.7%-ით აუმჯობესებს. ეს შეიძლება დიდი რიცხვი არაა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია თუნდაც ზომიერად კონკურენტუნარიანი სპორტსმენებისთვის.

როდის უნდა შეწყვიტოთ მისი დალევა?

ეს საკამათო საკითხია. ორგანიზმიდან კოფეინის სანახევროდ გამოსვლის პერიოდი დაახლოებით ექვსი საათია, რაც ნიშნავს, რომ თუ ბოლო ესპრესო საღამოს 16:00 საათზე მიირთვით, კოფეინის ნახევარი 22:00 საათისთვის კვლავ თქვენს ორგანიზმშია.

დააკვირდით, თქვენს ორგანიზმს, რათა მიხვდეთ როდის გეხმარებათ კოფეინის მიღება ყველაზე მეტად.

რამდენად კარგია ყავა ჩვენთვის?

ამ კითხვაზე მეცნიერების პასუხი ბუნდოვანია. ზოგი ვარაუდობს, რომ ჭარბი მიღება შეიძლება დაკავშირებული იყოს კიბოს რისკთან ან გულის პრობლემებთან, ზოგი კი ამბობს, რომ დღეში რამდენიმე ჭიქა კარგია.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ჩვეულებრივი მოხმარების დონეზე, ყავის მიღება ზოგადად უსაფრთხოა.

კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში სამი ჭიქის მიღება ნორმალურია.

აქვს თუ არა ყავას გრძელვადიანი სარგებელი?

2016 წელს ჩატარებული დაკვირვების ანალიზში აღმოჩნდა, რომ კოფეინის მოხმარება ამცირებს დეპრესიის რისკს.

ყავა ასევე ეხმარება ცხიმების წვას, მაგრამ ის ყველაზე ეფექტურია ვარჯიშთან ერთად.

ასე რომ, დილის ვარჯიშის წინ ყავის დალევა უფრო მეტს მოგცემთ, ვიდრე უბრალოდ ენერგეტიკული სტიმულია.

აქვს თუ არა მნიშვნელობა, თუ როგორ სვამთ მას?

2020 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც სვამდა გაფილტრულ ყავას, არტერიული დაავადების და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ.

კვლევების მიხედვით, ქაღალდის ფილტრის გამოყენება უფრო ჯანსაღია, ვიდრე ლითონის ფილტრები ან საერთოდ უფილტრო ყავა.

მაგრად მოხალულ ყავაში კოფეინის დაბალი დონეა, ამიტომ ის კარგია, როცა შემცირებას ცდილობთ.

მსუბუქად მოხალული ყავა შეიცავს მეტ კოფეინს, მაგრამ ასევე უფრო მაღალი დონის ანტიოქსიდანტებს და ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close