დღის ამბები

კახეთში ხვალ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან

MAK.GE-ის ინფორმაციით, სპეციალისტები იმ საავადმყოფოებს შეამოწმებენ, რომლებიც კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ და უმკურნალებენ.

დაავადებათა კონტორლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული დაცვის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კლინიკების შემოწმების შემდეგ, უწყების წარმომადგენლები მედიკოსებს სპეციალურ ტრენინგებს ჩაუტარებენ.

კახეთის სამი მუნიციპალიტეტის – საგარეჯოს, ლაგოდეხისა და თელავის ოთხმა კლინიკამ რამდენიმე დღის წინ პაციენტების მიღება შეწყვიტა. მიზეზი კორონავირუსისთვის კლინიკების სამედიცინო აპარატურით აღჭურვა გახდა. ნაწილი მთლიანად ბოქსიებულ, ნაწილიც კი ნახევრადბოქსირებულ განყოფილებებად გადაკეთდა. ამ ეტაპზე არც ერთ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით არავინ მოუთავსებიათ.

რეგიონიდან ბოლო ინფორმაცია კი ასეთია: თვითიზოლაციაში 299 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის საგარეჯო -64, ლაგოდეხი – 49, ყვარელი -33, გურჯაანი -32, სიღნაღი -24, თელავი – 53, დედოფლისწყარო -17 და ახმეტა – 27. ბოლო 24 საათში არც კარანტინში და არც სამედიცინო დაწესებულებაში არც ერთი მოქალაქე არ გადაუყვანიათ. სამ მუნიციპალიტეტში 9 საკარანტინე ლოკაციაზე 580 ადამიანია მოთავსებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close