მსოფლიო

რუსეთი თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას არ ურჩევს

რუსეთი თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას არ ურჩევს

რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტრო საქართველოში მოგზაურობის მსურველი ან საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

უწყება რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავშეკავების მოუწოდებს.

„რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავშეკავების რეკომენდაციას აძლევს. თუ თქვენ უკვე იმყოფებით ქვეყანაში, გირჩევთ ხალხმრავალი ადგილების, კერძოდ, კი თბილისისა და ბათუმის ისტორიული ცენტრების მონახულებას თავი აარიდოთ.

დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, ორგანიზებული ტურიზმის წარმომადგენლებისთვის მუშაობს ასოციაცია „ტურპომოშის“ სატელეფონო ხაზი. ტურისტებისთვის კი რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ, მათ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სფეროს შეუძლიათ მიმართონ. შვეიცარიის საელჩო საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესებს წარმოადგენს.“

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close