საზოგადოება

მიმდინარე აქციაზე, ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან შეკრება დაანონსდა

მიმდინარე აქციაზე, ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან შეკრება დაანონსდა

ხვალ, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა თქვეს.

აქციაზე დაანონსდა, რომ აქციის მონაწილეები ხვალ 11:00 საათზე კვლავ შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ინფორმაცია გაავრცელა რომ ხვალ 11:45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება. აქციაზე ითქვა, რომ ხვალ სესიაზე საბოლოოდ იქნება გაწვეული “ხალხის ძალის” და “ქართული ოცნების” კანონპროექტი.

განცხადება აქციაზე ნოდარ ჩაჩანიძემ მას შემდეგ გაახმოვანა, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში, 10 მარტს, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება. როგორც ცნობილია, დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც “ქართულ ოცნებაში” ითქვა, კენჭისყრაზე ჩააგდებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close