პოლიტიკასაზოგადოება

აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა „გავლენის აგენტების“ კანონპროექტებზე – პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა „გავლენის აგენტების“ კანონპროექტებზე - პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე, – ამ სიტყვებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორს. პაპუაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„თქვენო აღმატებულებავ,

რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი.

შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

ქალბატონო პრეზიდენტო, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close