საზოგადოება

პარლამენტთან ლევან იოსელიანს კვერცხი ესროლეს

პარლამენტთან ლევან იოსელიანს კვერცხი ესროლეს

საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა.

პროტესტის მონაწილეები ლევან იოსელიანს ეძახდნენ „მონას“. ასევე აქციის მონაწილეებმა მისი მიმართულებით ისროლეს კვერცხი, რომელიც მას თავში მოხვდა. იოსელიანი ადგილიდან სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაიყვანეს. ის ტერიტორიას პოლიციის თანხლებით ტოვებს.

იქამდე ლევან იოსელიანი აცხადებდა, რომ ადგილზე იმის შესაფასებლად მივიდა, თუ რამდენად პროპორციული ძალის გამოყენება ხდება პროტესტის მონაწილეების მიმართ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close