დღის ამბები

თელავში, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად,  ახალგაზრდები გაერთიანდნენ

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად, თელავში ახალგაზრდები გაერთიანდნენ. სოციალურ ქსელში შექმნილია ჯგუფი ,,ერთადჩვენიმოხუცებისთვის”, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და ფინანსური მხარდაჭერა მიმდინარეობს. მოხალისეები შერჩეულ ოჯახებს პირველადი საკვები პროდუქტებითა და მათი საჭიროებების გათვალისწინებით უზრუნველყოფენ.

დღეს მოხალისეობრივ საქმიანობაში მედიაც ჩაერთო  და კიდევ 5 ოჯახი მოინახულეს. როგორც მოხალისეთა ჯგუფის წევრები ამბობენ, გასული ერთი კვირის განმავლობაში, მათ ათეულობით ოჯახის დახმარება შეძლეს და კამპანია კიდევ გრძელდება.

,,ჩვენ შევძელით ათეულობით ადამიანის დახმარება და არ ვაპირებთ აქტიურობის შეჩერებას. დღეს ჩვენი მიზანია, მარტოხელა და შეჭირვებული ოჯახების უზრუნველყოფა მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. რაც მეტი ადამიანი შემოგვიერთდება, მეტი ოჯახის დახმარებას შევძლებთ. გავერთიანდეთ მათთვის, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდბა.”-თქვა მოხალისეთა ჯგუფის წარმომადგენელმა, მიშა გულიაშვილმა.

თქვენს სანაცნობოში ან სამეზობლოში თუ ცხოვრობს გაჭირვებული და მარტოხელა მოხუცი, გთხოვთ, დაწეროთ (დაპოსტოთ) facebook-ჯგუფში ,,ერთადჩვენიმოხუცებისთვის”, მათ შესახებ შემდეგი ინფორმაცია: – საცხოვრებელი მისამართი; – ასევე მისი საკონტაქტო ტელ. ნომერი (არარსებობის შემთხვევაში თქვენი მიუთითეთ); – (სურვილისამებრ) მოხუცის სახელი, სურათი და მისი მდგომარეობის მოკლე აღწერა…

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფინანსურად დახმარების მსურველებმა, გთხოვთ, იხილოთ საბანკო ანგარიში ქვემოთ.

გთხოვთ, შემდგომ საბანკო ანგარიშზე სურვილისამებრ ჩარიცხეთ თანხა, ვისაც რაც შეგიძლიათ. 1 ლარიც მნიშვნელოვანია:
საქართველოს ბანკი: GE17BG0000000161358064 (პ.ნ 20001065170 მ.გ )
თიბისი ბანკი: GE59TB7551545064300018 (პ.ნ 20001065170 მ.გ )
გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ: #ერთადჩვენიმოხუცებისთვის

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close