ეკონომიკა

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წელთან შედარებით 78.9%-ით გაიზარდა – pmcg

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წელთან შედარებით 78.9%-ით გაიზარდა - pmcg

2023 წლის იანვარში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.7%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.

„2023 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 26.7%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 17.9%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 26.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 78.9%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 1.5%-ს შეადგენდა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close