ეკონომიკა

რაზე და რამდენს ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ ერთ ვიზიტზე

რაზე და რამდენს ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ ერთ ვიზიტზე

2022 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.7-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.1 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ამასთან, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 078.6 ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორები საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას ყველაზე მეტს ხარჯავენ საყიდლებზე. კერძოდ, 1 ვიზიტზე საშუალო ხარჯი საყიდლებზე – 448.7 ლარი იყო; საკვებსა და სასმელზე – 326.1 ლარი იხარჯება; ხოლო განთავსების ხარჯი 151.1 ლარს შეადგენს. ამასთან, ერთი ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი ტრანსპორტის ხარჯი საშუალოდ 102.5 ლარს, გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებების კი – 30.8 ლარს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close