პოლიტიკა

21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ომის 6 გაკვეთილი – კიევი არათუ არ დაეცა, არამედ პუტინის რეჟიმი მნიშვნელოვნად შეარყია: ბრძოლის 1 წელი

21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ომის 6 გაკვეთილი - კიევი არათუ არ დაეცა, არამედ პუტინის რეჟიმი მნიშვნელოვნად შეარყია: ბრძოლის 1 წელი

დღეს 24 თე­ბერ­ვა­ლია – 2022 წლის ზუს­ტად ამ დღეს ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა თა­ვი­სი მო­რი­გი იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო და გა­და­წყვი­ტა, რომ შე­ეძ­ლო მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში შეჭ­რა, ბავ­შვე­ბის, ქა­ლე­ბის, მო­ხუ­ცე­ბის, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის და­ხოც­ვა, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ტა­ცე­ბა, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის დევ­ნი­ლად ქცე­ვა, ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და სით­ბოს გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა.

პუ­ტი­ნი ფიქ­რობ­და, რომ ის გეგ­მას მარ­ტი­ვად შე­ას­რუ­ლებ­და, რომ კი­ე­ვი და­ე­ცე­მო­და, თუმ­ცა ომის და­წყე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ კი­ე­ვი არა­თუ არ და­ე­ცა, არა­მედ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­არ­ყია და დღეს უკვე ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რო­გორც უნდა დას­რულ­დეს ეს ომი, რუ­სე­თი ვე­ღარ იქ­ნე­ბა ისე­თი ძლი­ე­რი და გავ­ლე­ნი­ა­ნი, რო­გორც აქამ­დე.

და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო ამ ომმა უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ჩვენ ვნა­ხეთ კი­ევ­ში ჩა­სუ­ლი მსოფ­ლი­ოს ცი­ვი­ლუ­რი ნა­წი­ლის ლი­დე­რე­ბი, ხოლო ომის წლის­თავ­ზე კი­ე­ვის ქუ­ჩებ­ში მო­სე­ირ­ნე აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი.

ვნა­ხოთ, რა ას­წავ­ლა მსოფ­ლი­ოს პუ­ტი­ნის ომმა უკ­რა­ი­ნა­ში, 21-ე სა­უ­კუ­ნის კონ­ფლიქტმა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით სხვა ომე­ბის­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

გაკ­ვე­თი­ლი #1: ლი­დე­რე­ბი ხში­რად აკე­თე­ბენ არას­წორ გათ­ვლებს

აშ­კა­რაა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შეც­და, როცა ივა­რა­უ­და, რომ უკ­რა­ი­ნას არ შე­ეძ­ლო სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა და ჩათ­ვა­ლა, რომ თუ უკ­რა­ი­ნა შე­ეც­დე­ბო­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას, ეს ვერ მო­ახ­დენ­და რუ­სულ ჯარ­ზე დიდ გავ­ლე­ნას. მან არას­წო­რად შე­ა­ფა­სა რუ­სუ­ლი ჯა­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, უკ­რა­ი­ნის გამ­ძლე­ო­ბა და და­სავ­ლე­თის უნა­რი, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერ­გი­ის წყა­როს მო­ძი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

მაგ­რამ და­სავ­ლე­თიც უშ­ვებს შეც­დო­მებს. ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უგუ­ლე­ბელ­ყოფ­დნენ ომის და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და აზ­ვი­ა­დებ­დნენ ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის ძა­ლას. არ აფა­სებ­დნენ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის სიღ­რმეს და­სავ­ლე­თის მცდე­ლო­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით – შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ რუ­სე­თის აგ­რე­სია სან­ქცი­ე­ბით, რო­მე­ლიც ომამ­დე ძა­ლი­ან მწვა­ვე არც ყო­ფი­ლა.

გაკ­ვე­თი­ლი #2: ერ­თი­ა­ნო­ბის ძალა აგ­რე­სო­რის წი­ნა­აღ­მდეგ

ეს გაკ­ვე­თი­ლი პუ­ტი­ნის­თვი­საა. უკ­რა­ი­ნა­ში ომი შეხ­სე­ნე­ბაა იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რო­გორც წესი, ერ­თი­ან­დე­ბი­ან, რათა და­უ­პი­რის­პირ­დნენ აშ­კა­რა აგ­რე­სი­ას. გარ­და იმი­სა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს სჯე­რო­და, უკ­რა­ი­ნა და­ე­ცე­მო­და, ამავდრო­უ­ლად ივა­რა­უ­და, რომ ნატო არ უპა­სუ­ხებ­და ისე, რო­გორც ახლა პა­სუ­ხობს.

ახლა რუ­სე­თი ერთ სუსტ სა­ხელ­მწი­ფოს კი არ ებ­რძვის, არა­მედ ის ომს აწარ­მო­ებს ქვე­ყა­ნას­თან, რო­მელ­საც მხარს უჭერს ძლი­ე­რი კო­ა­ლი­ცია, რომ­ლის ერ­თობ­ლი­ვი მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი თით­ქმის 20-ჯერ აღე­მა­ტე­ბა რუ­სე­თის მშპ-ს. ამ კო­ა­ლი­ცი­ას აქვს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღი.

პუ­ტინ­მა ივა­რა­უ­და, რომ უკ­რა­ინ­ში შეჭ­რა “ტკბი­ლი გა­სე­ირ­ნე­ბა“ იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა შეც­და. რუ­სე­თი ახლა ჩიხ­შია და ის მო­მა­ვალ­ში უფრო სუს­ტი იქ­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა ეს ომი.

გაკ­ვე­თი­ლი # სამი – ჯერ არა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლა

რუ­სე­თის სა­წყი­სი შე­ტე­ვა, რომ­ლის მი­ზა­ნიც კი­ე­ვის აღე­ბა და რე­ჟი­მის სწრა­ფად შეც­ვლა იყო, ვერ შეს­რულ­და. ელოდ­ნენ, რომ ეს არ იქ­ნე­ბო­და ხან­გრძლი­ვი ომი, თუმ­ცა დღეს, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­დან ერთი წლის შემ­დეგ, ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ომი კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს. პუ­ტინს არას­წო­რად სჯე­რო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად დას­რულ­დე­ბო­და.

უფრო მე­ტიც, გა­სულ ზა­ფხულს და­წყე­ბულ­მა წარ­მა­ტე­ბულ­მა კონ­ტრშე­ტე­ვებ­მა კი­ევს და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, მათ შო­რის, ყი­რი­მის დაბ­რუ­ნე­ბის დიდი იმე­დი გა­უ­ჩი­ნა.

რუ­სე­თის ლი­დე­რე­ბი ომს ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ კონ­ფლიქ­ტად გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად რუ­სეთ­მა უნდა მო­ი­გოს. თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად, უკ­რა­ი­ნა ის­წრაფ­ვის პარტნი­ო­რე­ბის­გან კი­დევ უფრო მეტი ია­რა­ღის მი­ღე­ბის­კენ. სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, კი­ევს შე­უძ­ლია წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს ბრძო­ლის ველ­ზე გა­ზა­ფხუ­ლის­თვის, მაგ­რამ რუ­სე­თის გან­დევ­ნა მთე­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბელ ამო­ცა­ნად მო­ჩანს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რამ­დე­ნი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა გაგ­ზავ­ნი­ლი და­სავ­ლე­თი­დან.

ასე­ვე არ­სე­ბობს სი­ტუ­ა­ცი­ის კი­დევ უფრო მე­ტად ეს­კა­ლა­ცი­ის საფრ­თხე, მათ შო­რის, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა. ზო­გი­ერ­თი უარ­ყოფს მსგავ­სი საფრ­თხის არ­სე­ბო­ბას, თუმ­ცა მთლი­ა­ნად გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია.

გაკ­ვე­თი­ლი #4 – სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა

უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და სა­მა­გა­ლი­თო სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აჩ­ვე­ნეს. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, რაც შე­უძ­ლია იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნამ ომში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს. მა­გა­ლი­თად, პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის უკ­რა­ი­ნელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შექ­მნეს აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რათა და­ეხ­მა­რონ თა­ვი­ანთ ჯარს, რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის მო­ნიშ­ვნა­ში, და­მიზ­ნე­ბა­ში, შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის საჭ­მელს ამ­ზა­დე­ბენ ფრონ­ტის ხაზ­ზე, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას სამ­ხედ­რო მა­რა­გე­ბის შე­სა­ძე­ნად, რო­გო­რე­ბი­ცაა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი და ღა­მის ხედ­ვის სათ­ვა­ლე­ე­ბი. ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა, რა­საც უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აკე­თე­ბენ.

“უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი ბრძო­ლის ველ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია თავ­და­ჯე­რე­ბულ და ერ­თი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რო­მელ­საც შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს და მხა­რი და­უ­ჭი­როს ჯა­რის­კა­ცებს“, – ამ­ბობს იე­ლის უნი­ვე­რის­ტე­ტის ის­ტო­რი­კო­სი, ტი­მო­თი სნა­ი­დე­რი.

ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში, “გე­ლა­პის” კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის 70%-ს სურ­და ომის გაგ­რძე­ლე­ბა მა­ნამ­დე, სა­ნამ არ მი­აღ­წევ­დნენ გა­მარ­ჯვე­ბას, ხოლო 90%-ზე მეტს სჯე­რა, რომ გა­მარ­ჯვე­ბა ნიშ­ნავს რუ­სე­თის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი ყვე­ლა ტე­რი­ტო­რი­ის უკან დაბ­რუ­ნე­ბას, მათ შო­რის, ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ჩათ­ვლით. ამის სა­პი­რის­პი­როდ, რუ­სეთ­ში რუ­სუ­ლი არ­მი­ი­სად­მი და კრემ­ლის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა ივ­ნი­სი­დან ნო­ემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში გა­ნა­ხევ­რდა და 27% შე­ად­გი­ნა. გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი “მე­დუ­ზამ” გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

გაკ­ვე­თი­ლი #5 – ბრძო­ლა ყვე­ლა ფრონტზე

მე­ხუ­თე და ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდი გაკ­ვე­თი­ლი ის არის, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მრა­ვალ ფრონტზე იბ­რძვი­ან და არა მხო­ლოდ ტან­კე­ბით, რა­კე­ტე­ბი­თა და ია­რა­ღით. პუ­ტინ­მა იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე, რათა და­ერ­ღვია ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბა და ევ­რო­პის­კენ ლტოლ­ვილ­თა ახა­ლი ტალ­ღა წა­სუ­ლი­ყო. თუმ­ცა ვერც ამას მი­აღ­წია და უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ცივი ზამ­თრის გა­და­ტა­ნის გზა­საც მი­აგ­ნეს.

მათ შექ­მნეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ცენ­ტრე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს მის­ვლა, გათ­ბო­ბა, ტექ­ნი­კის და­მუხ­ტვა და ჩაის და­ლე­ვა შე­უძ­ლი­ათ. გარ­და ამი­სა, და­სავ­ლეთ­მა უკ­რა­ი­ნა არც ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ტო­ვა მარ­ტო და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან გე­ნე­რა­ტო­რე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი, რომ­ლის მო­გე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო მა­გა­ლი­თი შექ­მნა უკ­რა­ი­ნამ. ომის და­წყე­ბის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­დნენ ტე­ლეგ­რამ არ­ხე­ბი და რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის სა­პირ­წო­ნედ მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს.

გაკ­ვე­თი­ლი #6 – მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხა­რის­ხი და არა რა­ო­დე­ნო­ბა

ეს გაკ­ვე­თი­ლი უფრო მოს­კო­ვის­თვი­საა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კარ­გი ლო­ჯის­ტი­კა, ჯა­რის მომ­ზა­დე­ბის დონე, ადეკ­ვა­ტუ­რი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა – იქ­ნე­ბა ეს დრო­ნე­ბი, თუ ტან­კე­ბი.

“არა­ფერს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, თუ ყვე­ლა­ფე­რი რა­ო­დე­ნო­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია“, – ამ­ბობს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის ანა­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ბენ ბარი.

მისი შე­ფა­სე­ბით, ბრძო­ლის ველ­ზე უმო­ტი­ვა­ციო რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც და­ბა­ლი სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე ია­რაღს იყე­ნე­ბენ, რაც უკ­რა­ი­ნას უპი­რა­ტე­სო­ბას აძ­ლევს.

“რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნის ძა­ლებ­საც აქვთ პრობ­ლე­მე­ბი. ზო­გი­ერ­თი ქვე­და­ნა­ყო­ფი გა­ნიც­დის უკი­დუ­რეს დაღ­ლი­ლო­ბას, მათ მეტი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა სჭირ­დე­ბათ.

მაგ­რამ მათი მო­რა­ლი, მონ­დო­მე­ბა მა­ინც შე­უ­და­რებ­ლად მა­ღა­ლია ოპო­ნენ­ტებ­ზე. და ბევ­რად უფრო ეფექ­ტი­ა­ნე­ბი არი­ან, ვიდ­რე რუ­სე­ბი”, – ამ­ბობს ბარი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close