დღის ამბები

ყვარლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ყვარელში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება, რისთვისაც 238 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ შილდაში კი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით მოასფალტდება 1483 კვ მეტრი სიგრძის გზა. პროექტის ჯამური ღირებულება 814 400 ლარია. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში კი 280 528 ლარი საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციას მოხმარდება. სამუშაებს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი.

“მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაო პროცესები შეუფერხებლად გაგრძელდეს. კორონავირუსუს გავრცელების პრევენციისთვისა და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, საპროექტო კომპანიებში დასაქმებულ პირებს, მიეცათ რეკომენდაციები და ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული მოხალისეთა ჯგუფების მიერ მუდმივად ხორციელდება მათზე კონტროლი”,- განაცხადა ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close