მსოფლიო

იაფი მობილური ინტერნეტის ქვეყნებს შორის საქართველო 77-ე ადგილზეა

იაფი მობილური ინტერნეტის ქვეყნებს შორის საქართველო 77-ე ადგილზეა

1 გბ მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულების მიხედვით, საქართველო 233 ქვეყნიდან 2022 წელს 77-ე ადგილზე იყო. ამის შესახებ ბრიტანულ ანალიტიკურ რესურს Cable-ის ანგარიშში წერია, რომელიც cable.co.uk-ზე გამოქვეყნდა.

გასულ წელს საქართველოში 1 გბ მობილური ინტერნეტის საშუალო ფასი 3,04 ლარი იყო, რაც კვლევის დროინდელი, ანუ 2022 წლის ივლისის გაცვილითი კურსის მიხედვით, 1,03 დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო ამ მხირვ მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს, რომელიც 1,76-დოლარიანი ფასით 122-ე ადგილზეა. 65-ე ადგილზეა სომხეთი, სადაც 2022 წელს 1 გბ მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება 0,91 დოლარს შეადგენდა. სომხეთთან შედარებით, სიაში 2-ჯერ მეტად დაწინაურებულია რუსეთი, რომელიც 0,48 დოლარით 30-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანა 0,39-დოლარიანი ფასით მე-18 ადგილზეა.

საქართველოსთან ანალოგიური მაჩვენებელი აქვს კონგოს, სადაც გასულ წელს 1 გბ მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება, ასევე, 1,03 დოლარი იყო. დოლარიანი და დოლარზე ოდნავ მეტი მაჩვენებლით საქართველოზე წინ არიან ეთიოპია (1 დოლარი), ეკვადორი (ასევე, 1 დოლარი), ისლანდია (1,01 დოლარი) და პერუ (ასევე, 1,01 დოლარი).

ბრიტანელების მონაცემებით, 2022 წელს 233 ქვეყანას შორის მობილური ინტერნეტი ყველაზე იაფი ისრაელში იყო, სადაც 1 გბ-ის საშუალო ღირებულება 0,04 დოლარი იყო.

იაფი მობილური ინტერნეტის მქონე ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია;

ისრაელი – 0,04 დოლარი

იტალია – 0,12 დოლარი

სან მარინო – 0,14 დოლარი

ფიჯი – 0-15 დოლარი

ინდოეთი და ყირგიზეთი – 0,17 დოლარი

საფრანგეთი – 0,23 დოლარი

მოლდოვა – 0,26 დოლარი

ურუგვაი, ნეპალი და შრი-ლანკა – 0,27 დოლარი

ბანგლადეში – 0,32 დოლარი

პაკისტანი – 0,36 დოლარი

კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვეყნებში, რომლებსაც კარგი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები და მობილური, ასევე, ფიქსირებული ფართოზოლოვანი წვდომისთვის განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვთ, პროვაიდერებსა და მობილურ ოპერატორებს საშუალებას აქვთ, აბონენტებს ტრაფიკის უფრო დიდი პაკეტები შესთავაზონ. აქედან გამომდინარე, გერმანიაში 1 გბ მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება 2022 წელს 2,67 დოლარი იყო და სიაში 156-ე ადგილზეა, იაპონიაში (182) – 3,85 დოლარი, საბერძნეთში (198) – 5,30 დოლარი, ხოლო აშშ-ში (202) – 5,62 დოლარი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close