მსოფლიო

ბილ გეითსმა Heineken-ის აქციები იყიდა

ბილ გეითსმა Heineken-ის აქციები იყიდა

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ბილ გეითსმა Heineken Holding-ის მინორიტარული წილი იყიდა. ამის შესახებ ნიდერლანდების ზედამხედველობის სამსახურის, AFM-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Bloomberg ავრცელებს.

Heineken Holding მსოფლიოში სიდიდით მეორე ლუდის მწარმოებელი კომპანია Heineken N.V-ის მაკონტროლებელი აქციონერი, ანუ 50%-იანი წილის მფლობელია.

AFM-ის ცნობით, გარიგება 17 თებერვალს შედგა. ბილ გეითსმა აქციების სულ 3,76%, ანუ 6,65 მილიონი პირადად, ხოლო 4,18 მილიონი ტრასტის მეშვეობით, ფონდ Bill & Melinda Gates Foundation-თან ერთად შეიძინა, რომელიც ბილს და მის ყოფილ მეუღლეს, მელინდა გეითს აქვთ შექმნილი.

Bloomberg-მა 17 თებერვალს, ფასიანი ქაღალდების დახურვის ფასის საფუძველზე გამოთვალა, რომ გარიგების თანხა შესაძლოა, 848,2 მლნ ევრო (902 მლნ დოლარი) იყოს. გუშინ ამსტერდამის ბირჟაზე Heineken-ის აქციები 1,5%-ით, 98,4 ევრომდე გაიზარდა.

Forbes Real-Time-ის რეიტინგის მიხედვით, რომელიც რეალურ დროში ახლდება, ბილ გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი მილიარდერების სიაში ამჟამად მეექვსე ადგილზეა. მისი ქონება 106 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close