საზოგადოება

თურქეთში მოხალისედ წასული ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა – “ნანგრევები ჩამოიშალა და იქ მოჰყვა”

თურქეთში მოხალისედ წასული ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა - "ნანგრევები ჩამოიშალა და იქ მოჰყვა"

თურ­ქეთ­ში, მი­წისძვრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ რა­ი­ონ­ში მო­ხა­ლი­სედ წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ღუ­პუ­ლი და­ნი­ელ ბულ­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე ამ­ბობს, ბულ­კაშ­ვი­ლი ნან­გრე­ვებ­ში მოჰ­ყვა.

“არ ვიცი, რა დავ­წე­რო… გული ძა­ლი­ან მეწ­ვის. ერ­თად ბევ­რი ბრძო­ლა გა­მო­ვი­ა­რეთ. მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნა მე­გო­ბა­რო. შენ მარ­თლა გმი­რი იყა­ვი და გმი­რად დარ­ჩე­ბი ჩვენს გულ­ში. თურ­ქეთ­ში წა­ვი­და, მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, ნან­გრე­ვე­ბი ჩა­მო­ი­შა­ლა და და­ი­ღუ­პა” – წერს დი­ა­სა­მი­ძე.

“გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ოჯახ­მა უკვე გა­ი­გო. 35 წლამ­დე ასა­კის იყო, მას ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. თბი­ლი­სე­ლია თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­და. 7 თე­ბერ­ვალს თურ­ქეთ­ში სტი­ქი­ის ზო­ნა­ში  ჩა­ვი­და, მო­ხა­ლი­სედ.

აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე გახ­ლდათ, “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მხარ­დამ­ჭე­რი იყო, აქ­ცი­ებ­შიც იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი თვის წინ უკ­რა­ი­ნი­დან დაბ­რუნ­და, იქაც იბ­რძო­და, ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ასე­თი ადა­მი­ა­ნი იყო, ვი­საც გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, ყვე­ლას ყო­ველ­თვის გვერ­დში ედგა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან პატ­რი­ო­ტი იყო, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იშ­ვი­ა­თად არი­ან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში” – გვი­თხრა გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close