დღის ამბები

ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელბის მდგომარეობა კრიტიკულია, რომელიც სოფელ ვეჯინში ქმარმა დაჭრა

ახალგაზრდა ქალი, რომელიც სოფელ ვეჯინში ქმარმა დაჭრა, მისი ჯანმრთელბის მდგომარეობა კრიტიკულია- ინფორაციას მედიკოსები ადასტურებენ. ქალს ცივი იარაღით გულ- მკრედი არსეში ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ახლა ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

რაც შეეხება 24 წლის სავარაუდო ბრალდებულ ივანე ნოზაძეს, ისიც გურჯაანის ჯეო- ჰოსპიტალსის საავადმყოფოში სასწრაფოდ დახმარების ბრიგადამ მოათავსა. კაცმა შემთხვევის შემდეგ თვითდაზიანებები მკრედის არეში მიიყენა. მკვლელობა დღეს დილით მოხდა. კაცმა ცივი იარაღით ჯერ 3 თვის ჩვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ცოლი იმავე იარაღით დაჭრა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ კი სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ივანე ნოზაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close