დღის ამბები

კახეთის რეგიონში არსებულ 8 საკარანტინო ზონაში 576 მოქალაქე იმყოფება

“კახეთის სამი მუნიციპალიტეტის 4 საავადმყოფოდან შესაძლოა კორონავიურსზე მკურნალობა ერთ-ერთ კლინიკაში მოხდეს, თუმცა აღნიშნული საკითხი ჯერჯერობით დაზუსტებულიარ არის”,- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა.

ნელის ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში არსებულ 8 საკარანტინო ზონაში 576 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვიიზოლაციაში 455 , 43-ს კი სპეციალისტების მეთვალყურეობა მოეხსნა. საკარანტინო ზონიდან 50 წლამდე მოქალაქე გადაყვანილია თბილისში, რომლის ანალიზების პასუხი სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

რამდენიმე კვირის განმავლობაში, ბოლო 24 საათში , პირველი შემთხვევაა, როცა თვითიზოლაციის წესების დარღვევის მიზეზით საკარანტინო ზონაში არც ერთი მოქალაქე არ გადაუყვანიათ. ე.წ მარნეულის კლასტერთან ამ ეტაპზე კახეთში კონტაქტი ან კავშირი არ იკვეთება. გარდა ამისა, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაც არ გამოვლენილა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close