დღის ამბები

დღეიდან აფთიაქებს წამლის განსაზღვრულ ფასზე ძვირად გაყიდვა არ შეეძლებათ

დღეიდან აფთიაქებს წამლის განსაზღვრულ ფასზე ძვირად გაყიდვა არ შეეძლებათ

2023 წლის 15 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა. უკვე დღეიდან, 15 თებერვლიდან კი, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.

რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა.

ამასთან, ასევე 15 იანვარს უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, თუ რომელ კონკრეტულ მედიკამენტის ფასს დაარეგულირებს მთავრობა პირველ ეტაპზე. შესაბამისად, მთავრობამ განსაზღვრა ღირებულების ზედა ზღვარი, რაზე მაღალ ფასადაც კონკრეტული მედიკამენტი ვეღარ გაიყიდება.

ამ მედიკამენტებს შორისაა: amiodarone, amlodipine, amoxicillin, atorvastatin, azithromycin, bicalutamide, bisoprolol, budesonide, capecitabine, carbamazepine, carboplatin, levothyroxine sodium, lamotrigine და ა.შ. დადგენილებაში მითითბულია ასევე, რა უნდა იყოს კონკრეტული მედიკამენტის ღირებულების ზედა ზღვარი, რომელზე მაღალ ფასადაც აფთიაქი წამალს ვერ გაყიდის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close