საზოგადოება

თოვა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

თოვა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

13 თე­ბერ­ვლი­დან 18 თე­ბერ­ვლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია სკან­დი­ნა­ვი­ის ციკ­ლონ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, ნა­ლე­ქი უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, ზღვა­ზე 4-5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მთი­ან და მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი თოვა, ქარ­ბუ­ქი, ნის­ლი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე ლი­პყი­ნუ­ლი და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა.

ამას­თან, ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

14-16 თე­ბერ­ვალს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის -3,-5 გრა­დუ­სამ­დე მო­სა­ლოდ­ნელ­მა და­წე­ვამ შე­საძ­ლოა ციტ­რუ­სო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით ლი­მო­ნის) და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close