დღის ამბები

მალდივების ისტორია – როგორ იქცა ტროპიკული კუნძული ტურისტულ სამოთხედ

მალდივების ისტორია - როგორ იქცა ტროპიკული კუნძული ტურისტულ სამოთხედ

ნამდვილი ტროპიკული სამოთხე – მალდივები, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს, ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი პლაჟებით, კრისტალურად სუფთა წყლით და ცხოვრების საოცარი ხარისხით.

ბოლო რამდენიმე ათწლეულია ეს ადგილი ტურიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლოკაციად გადაიქცა. თავისი მდიდრული კურორტებით, სპა პროცედურებით და უგემრიელესი სამზარეულოს წყალობით, ის იზიდავს მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან

საინტერესოა, როგორ იქცა ერთ დროს ნაკლებად პოპულარული კუნძული ტურისტების საყვარელ ადგილად?

ისტორიის დასაწყისი

ჯერ კიდევ 1972 წელს მალდივები იზოლირებული ადილი იყო. მას მხოლოდ მეთევზეები სტუმრობდნენ და მცირერიცხოვანი ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობდა. საუბარი უცხოურ ინვესტიციებზე საერთოდ არ იყო. ჰულჰულეს კუნძულზე, სადაც ახლა საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს, მოხალისეების მიერ აშენებული პატარა აეროდრომი იყო. არ იყო რეგულარული ფრენები.

მაშინ არ არსებობდა ბანკები, აეროპორტები, ტელეფონები. მალდივებზე მყოფი ადამიანები მეზობელ შრი ლანკას შეზღუდულად ეკონტაქტებოდნენ, რადან მაშინ ტექნოლოგია ამის საშუალებას არ იძლეოდა. სწორედ ეს გახდა ბიძგი იმისა, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, მალდივები ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად ექციათ.

ყველაფერი დაიწყო კოლომბოში იტალიელი ტურისტული აგენტის, სახელად ჯორჯ კორბინისა და აჰმედ ნასიმის შემთხვევითი შეხვედრით, რომელიც იმ დროს მალდივის საელჩოში მუშაობდა და მომავალში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. იმ დროს კორბინი ეძებდა ხელუხლებელ კუნძულებს, სადაც შეეძლო იტალიელების მოწვევა ცურვისა და თევზის დასაჭერად, თვალწარმტაცი არქიპელაგი კი შესანიშნავი ადგილი იყო მისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

1971 წელს, როდესაც ჯორჯ კორბინი მალდივებზე ჩავიდა დაიფიცა, რომ იქ მალე დაბრუნდებოდა და ასეც მოხდა. 1972 წლის თებერვალში, მან კუნძულზე პირველი ტურისტები – ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ჩაიყვანა. სტუმრებს შორის იყვნენ ინვესტორებიც, რომლებმაც შემდგომში კუნძულზე დიდ ოდენობით თანხის ინვესტირება მოახდინეს.

საერთაშორისო აღიარების მოპოვება

იმ დროს ვიჰამანაფუში იყო დაუსახლებელი ქოქოსის პლანტაცია, თუმცა მოიჯარეებმა მანიკუმ და აფეფიმ ახალი მიზნები დაისახეს.

ერთ-ერთმა მაშინდელმა მოიჯარემ, მანიკუმ და კორბინმა, მალდივიელ მეგობართან ერთად, მარჯნის ქვით, ქოქოსის ხისა და პალმის ჩალის გამოყენებით ოცდაათი კოტეჯი ააშენეს. კორბინმა ფინანსური დახმარება გაუწია, მანიკუმ კი საკუთარი რესურსები გამოიყენა.

საცხოვრებლები მოიცავდა საშხაპეებს, სტანდარტულ ავეჯს და სანაპიროზე წვდომას. კვება კი მხოლოდ შეკვეთით ხდებოდა.

ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ კურორტს უნდა ეწოდოს სოფელი კურუმბა, რომელსაც მეორე მეიჯარე, აფიფი უხელმძღვანელებდა. კურორტი 1972 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა.

ეს იყო პირველი წარმატების გასაღები, რადგან მას შემდე ადგილი უფრო და უფრო მიმზიდველი ხდებოდა.

მალდივის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ის, რომ იქ არსებული ინდუსტრია მთლიანად არის ფოკუსირებული ტურისტებზე. ბევრი ლოკაცია გვთავაზობს კერძო ვილებს საკუთარი აუზებით, ბატლერებით და წყლის ბუნგალოებითაც კი, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს დატკბნენ სამოთხის საკუთარი ნაჭერით ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

ქვეყანა აღიარებს დელიკატურ ბალანსს განვითარებასა და შენარჩუნებას შორის. უმნიშვნელოვანესია გარემოს პირვანდელი სახით შენარჩუნება, ამიტომ ნებისმიერი ახალი ობიექტის აგება თუ ფუნქციონირება განსაკუთრებულ პარამეტრებს უნდა მოერგოს.

გარდა მსოფლიოში ცნობილი პლაჟებისა, მალდივები ასევე ცნობილია თავისი მდიდარი კულტურით და ისტორიით. ქვეყანას აქვს საზღვაო ვაჭრობისა და თევზაობის ხანგრძლივი ისტორია. ვიზიტორებს შეუძლიათ შეიძინონ ახალი ზღვის პროდუქტები, სანელებლები და ადგილობრივი წარმოების სხვა პროდუქტები. ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა ასევე აისახება მის ტრადიციულ მუსიკასა და ცეკვაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close