დღის ამბები

Burberry-ს ისტორია: როგორ შექმნა პატარა თვითნასწავლმა მკერავმა, თომას ბარბერიმ მილიარდი დოლარის ღირებულების ლუქს ბრენდი

Burberry-ს ისტორია: როგორ შექმნა პატარა თვითნასწავლმა მკერავმა, თომას ბარბერიმ მილიარდი დოლარის ღირებულების ლუქს ბრენდი

მოდის ბრენდის Burberry-ს 167-წლიანი ისტორია შთამბეჭდავია. ბრენდის დამფუძნებელი, თომას ბარბერი კი ასევე ცნობილია როგორც ქსოვილის – კაბარდინის გამომგონებელი.

ძვირად ღირებული ტანსაცმლის საერთაშორისო ბრენდი Burberry თომას ბარბერის მიერ 1856 წელს დაარსდა. სათაო ოფისი ამჟამად ლონდონში მდებარეობს. ბრენდი ცნობილი გახდა დამფუძნებლის მიერ რევოლუციური ქსოვილის – კაბარდინის გამოგონებით.

თავდაპირველად, Burberry აწარმოებდა ტანსაცმელს ჯარისკაცებისა და მკვლევარებისთვის. თუმცა დროთა განმავლობაში მან წარმოება გაზარდა და დღეს ლუქს ბრენდს წარმოადგენს.

თომას ბარბერიმ ასევე შექმნა და მოდის ისტორიაში საკულტო გახადა Burberry-ს Trench Coat (თრენჩი), camel (აქლემისფერი სამოსი) და red nova checks (კუბოკრული სამოსი).

კაბარდინის გამოგონება

თომას ბარბერი 1835 წლის 27 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში, მოკრძალებულ ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ თინეიჯერობისას მუშაობა სამოსის მაღაზია draper’s-ში, შეგირდად დაიწყო.

1856 წელს, 21 წლის ასაკში, დამწყებმა ბიზნესმენმა დააარსა საკუთარი პატარა კომპანია ჰემფშირში, სახელწოდებით: T. Burberry and Sons. თომასს საოცრად იტაცებდა კერვა და ახალი მოდელების შექმნა, თუმცა მისი კომპანიის მიერ შექმნილ სამოსზე დიდი გავლენა მოახდინა ადგილობრივი მოსახლეობის ჩაცმულობამ. ეს ახალგაზრდა დიზაინერს არ მოსწონდა, სწორედ ამიტომ დროთა განმავლობაში მან მეტი ყურადღება გაამახვილა გარე ტანსაცმლის შექმნაზე ხშირი მომხმარებლებისთვის, მათ შორის ადგილობრივებისთვის, ტურისტებისთვის და სპორტსმენებისთვის.

მისტერ ბარბერი ქსოვილების შექმნისას ექსპერიმენტეს არ ერიდებოდა. მას სურდა, გამძლე ნაჭერი შეექმნა, რომელიც მაღალი ხარისხსი იქნებოდა. ასე გამოიგონა ახალგაზრდა თომასმა 1879 წელს ქსოვილი – კაბარდინი. ეს ქსოვილი შექმნილია ეგვიპტური ბამბისგან ახალი წარმოების ტექნიკის გამოყენებით. გარდა იმისა, რომ ეს ქსოვილი წყალგამძლე იყო, ის ასევე წარმოუდგენლად ძლიერი იყო.

1888 წელს ბარბერიმ ქსოვილი დააპატენტა. ეს აღმოჩნდა მისი წარმატების მთავარი გასაღები – კომპანიამ 1904 წლის ივნისში Men’s Wear-ის სახელის ქვეშ კაბარდინისგან წარმოებული ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია დაიწყო. ახალი ტანისამოსი მოთხოვნადი ახდა, რადგან გამძლე და თბილი იყო.

საკულტო Burberry-ის თრენჩის დაბადება

1900 წელს, ბრიტანეთის მმართველობამ თომასს სთხოვა შეექმნა ქურთუკი, რომელიც იქნებოდა მძიმე და ნებისმიერ ამინდში გამოსადეგი. პირველი მსოფლიო ომის დროს Burberry-მ შექმნა ქურთუკები ბრიტანეთის სამეფო მფრინავი კორპუსისთვის – RAF. ეს იყო თხელი ბამბის საწვიმარი პალტოებით, უამრავი გათვლილი დეტალით და სამხედრო აღჭურვილობის დასამაგრებლად განკუთვნილი ხაზებით.

იგივე ვარიაცია განვითარდა სამხედროებისთვის და ბრენდმა მასიური წარმოება დაიწყო.

წყლისადმი გამძლეობის გამო Burberry-ის ქსოვილმა საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. მისტერ ბარბერიმ შეცვალა კაბარდინის ქურთუკი ოფიცრებისთვის და ამგვარად დამკვიდრდა ლეგენდარული თრენჩი მამაკაცბებისთვის. ის იმდენად ცნობილი გახდა, რომ ადამიანები ომის შემდეგაც იცვამდნენ.

Trench Coat-ის ბუმის შემდეგ, 1920-იან წლებში სავაჭრო ნიშნად აღიარებული იქნა Burberry-ის ლოგო – საცხენოსნო რაინდი. 1950-იან წლებში Burberry-ის ქურთუკები დიდ ეკრანზე გაჩნდა. ის ეცვათ ისეთი ცნობილ სახეებს, როგორებიც არიან ოდრი ჰეპბერნი, მარლენ დიტრიხი და ჰემფრი ბოგარტი.

თომას ბარბერი იყო ჭკვიანი მარკეტინგი, მან წარმატებით გამოიყენა რეკლამა და სავაჭრო მარკირება.

1891 წელს Burberry-ის საცალო მაღაზია ლონდონში, Haymarket-ის უბანში გაიხსნა, სადაც მან მიიზიდა მყიდველები ილუსტრირებული პლაკატებისა და ჭკვიანი სლოგანის გამოყენებით. სხვადასხვა ეტიკეტების გამოცდის შემდეგ, მისტერ ბარბერიმ 1909 წელს დაარეგისტრირა Equestrian Knight სავაჭრო ნიშანი. ეს ემბლემა გამოიყენებოდა 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე.

ამასთან, მისტერ ბარბერიმ აიძულა ცნობილი ადამიანები, როგორიცაა ლორდი კიჩენერი და ლორდ ბადენ-პაუელი ჩაეცვათ Burberry-ის ტანსაცმელი, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა ბრენდის სანდოობას. ბრენდის პოპულარიზაცია ბრიტანეთის მეფე ედუარდმაც გაზარდა, 1917 წელს იგი Burberry-ის კაბარდინის ქურთუკით საჯაროდ გამოჩნდა.

თომას ბარბერი 1926 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან შეძლო და შექმნა იანტური ბრენდი, რომლის ღირებულებაც დღეს 2 მილიარდ დოლარს აღემატება. ამჟამად, Burberry მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი დიზაინია, რომელიც ლუქს ბრენდად ითვლება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close