ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის 326 000 ლარი გამოიყო.
“ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილესთან, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან ერთად, სოფლების – შილდის, ენისლის, საბუისა და გრემის მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:
სოფელი შილდა – მინი სტადიონის საფარის მოწყობა;
სოფელი ენისელი – სასმელი წყლის ჭაბურღილის
მოწყობა;
სოფელი საბუე – სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
სოფელი გრემი – სკვერის რეაბილიტაცია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება, რომელიც მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად”,- აღნიშნავენ ინფორმაციაში.