მსოფლიო

როგორ გამოიყურება მეფე ჩარლზ III -ს უნიკალური საათების კოლექცია

როგორ გამოიყურება მეფე ჩარლზ III -ს უნიკალური საათების კოლექცია

მეფე ჩარლზ III, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო უზარმაზარი სიმდიდრე, ცნობილია თავისი შესანიშნავი გემოვნებით. იგი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოსისა და აქსესუარების შერჩევას. მეფე საათების დიდი მოყვარულია. Watchonista მის გემოვნებას “დახვეწილად და ფრთხილად“ ახასიათებს.

წარმოგიდგენთ საათებს მისი კოლექციიდან:

Hamilton RAF Pilot’s Chronograph 924-3306 – 3 495 დოლარი

Hamilton RAF Pilot’s Chronograph 924-3306 RAF Cranwell-ში, სამეფო საჰაერო ძალებში მსახურობისა და პილოტად მომზადების დროს მიიღო.

საათს აქვს 41 მმ ასიმეტრიული ფოლადის ქრონოგრაფი. საათი წარმოებულია Hamilton-ის, CWC-ის, Precista-სა და Newmark-ის საპატივსაცემოდ და სამეფო საჰაერო ძალებისა და სამეფო საზღვაო ძალების სპეციალური გამოცემაა.

Jaeger-LeCoultre Reverso – 5,980 დოლარი

რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა ყოფილი პრინცის სურათები, რომ მას Jaeger-LeCoultre Reverso ეკეთა.

Jaeger-LeCoultre-ის მოდელი – Reverso იქამდე ახდა პოპულარული, სანამ მეფე ჩარლზი მოირგებდა. შვეიცარიელმა მწარმოებელმა 23მმ კვარცის 18k ყვითელი ოქროს საათი, ჯერ კიდევ 1937 წელს მეფე ედუარდ III-ს წარუდგინა.

Hublot Classic Fusion – 9 100 დოლარი

მეფე ჩარლზ III Prince’s Trust-ის ორი საათიდან ერთ-ერთს ფლობს. ყოფილი Prince’s Hublot იყო საათების ერთ-ერთი ბრენდი, რომელსაც მიიღო პრივილეგია მიეღო Prince’s Trust-ის ლოგო.

Breguet Ref. 3680 BA – 13,183 დოლარი

2008 წელს ჩარლზს აღნიშნული საათი შვეიცარიული საათების კომპანია Breguet-მა პრინცს საჩუქრად გადასცეს.

18-კარატიანი ოქროს Classique Breguet მოდელი 3680 BA საათი მეფის ერთ-ერთი საყვარელი ეგზემპლარია.

Parmigiani Fleurier Toric Chronograph – 23,500 დოლარი

მეზე ჩარლზს იშვიათი Parmigiani საათი 2018 წელს, პრინც ჰარის ქორწილის დღეს ეკეთა.

ავტომატური Parmigiani Fleurier Toric Chronograph მორთულია 18- კარატიანი ოქროთი. ზოგიერთი ამბობს, რომ მან საათი იყიდა ლონდონში, ბრენდის ბუტიკში, მისი ახლო წრის წევრისგან.

Patek Philippe Calatrava Disco Volante – 26,690 დოლარი

მეფის კოლექციაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საათია Patek Philippe Calatrava, რომელსაც ის 1970-იანი წლებიდან ატარებს.

საათი არის ყვითელი ოქროსფერი, 35მმ დიამეტრით და აქვს ჩაღრმავებული გვირგვინი.

Patek Philippe Ref 3618 – 11,145 დოლარი

Patek Philippe Ref. 3618 პრინც ჩარლზის საჩუქარი დაიანასთვის.

მაშინდელი მედია წერდა, რომ პრინცესა ნაჩუქარ საათს ხშირად ატარებდა, მას საათი პოლო კლუბში, ვინდსორში ეკეთა.

ის, ალბათ, პირველი ქალი იყო, ვინც ერთდროულად ატარებდა ორ საათს.

Santos De Cartier – 22,500 დოლარი

მთლიანობაში, სამეფო ოჯახის წევრებს გამორჩეულად უყვართ Cartier -ის ბრენდი.

1980-იან წლებში ყოფილ პრინც ჩარლზს ფლობდა Santos De Cartier ოქროსა და ფოლადის საათს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close