დღის ამბებიპოლიტიკა

ენმ-ს პოლიტიკური განქორწინება რეგიონებშიც დაიწყო

21 წლის პარტიული ერთგულების შემდეგ დეპუტატმა იმედა კევლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის გუნდის პოლიტიკური ფრაქცია დატოვა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   და  ენმ -ს ფრაქციის წევრმა იმედა კევლიშვილმა მას შემდეგ რაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  ფრაქცია დატოვა.  აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატმა სოციალური ქსელში გამოქვეყნა.

ამ დროისთვის უცნობია დარჩება თუ არა იმედა კევლიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებში. როგორც ცნობილი იყო კევლიშვილი მხარს ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერდა.

იმედა კევლიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი 2002 წლიდან არის, ის ენმ -ს პირველ თაობას წარმოადგენს. უცნობია ამ დროისთვის იმ პირთა ვინაობა ვინც მას შეუერთდება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close