დღის ამბები

#ვიზრუნოთმოხუცებზე სოციალურ კამპანიას, ახმეტაში რამდენიმე ახალგაზრდაც შეუერთდა

#ვიზრუნოთმოხუცებზე სოციალურ კამპანიას, ახმეტაში რამდენიმე ახალგაზრდაც შეუერთდა.

ისინი ახმეტის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, უტოსა და პიტნიანში მცხოვრებ მოხუც ქალბატონებს ესტუმრნენ და მათთვის საჭირო მედიკამენტები და საკვები პროდუქტები გადასცეს.

მოქალაქე ანი პატარკაციშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ქალბატონების არსებულ მდგომარეობასა და საჭიროებაზე მიუთითებს:

,,ელიკო ბაბო რომელსაც გუშინ ვესტუმრეთ მე და ჩემი გოგოები მარტო ცხოვრობს სახლში.
სამწუხაროდ სოციალური დახმარება მოხსნილი ქონდა და არც საჭმელი მიქონდათ მისთვის. 
 ეს ყველაფერი შეიცვალა?
დღეს მას ცხელი საჭმელი მიუტანეს და სოციალურის თემაც მალე მოგვარდება.  ბედნიერია ელიკო ბებო და ჩვენც ბედნიერები ვართ. 
,,მომაწოდეთ იმფორმაცია მარტო ხელა მოხუცებზე და შეძლებისდაგვარად დავეხმარებით” ❤-წერია განცხადებაში.

,,ჟენია ფიდუაშვილი 84 წლის. არავინ არ ყავს. მარტო ცხოვრობს და არის მეზობლების იმედზე. აქვს ფილტვების ანთება და ესაჭიროებოდა მედიკამენტები, რისი ყიდვის საშუალებაც არ ჰქონდა.  წამლები ვუყიდეთ და ჩაიტარებს კურსს. აქვს სოციალური დახმარება და ყოველდღე საჭმელიც მიაქვთ მასთან.”

,,ელიკო ყეინიშვილი 70 წლის. წელიწად-ნახევარია შვილი დაეღუპა. ისიც ცუდათ ყავდა და  მარტო უწევს ცხოვრება. დღეს, მხოლოდ მეზობლების იმედზეა. მოუხსნეს სოციალური დახმარება და არც უმწეოთა და უპოვართა სამსახურის სახელმწიფო პროგრამით იღებდა საკვებს. ჩემი პოსტს შესაბამისი სამსახურის რეაგირება მოჰყვა და დღეს საჭმელიც მიუტანეს  ელიკო ბებოს და უთხრეს რომ სოციალური დახმარებაც აღუდგება”.
ანგარიშის ნომერი არცერთს არ აქვს მაგრამ ამ ადგილებში ორივე ბებოს ყველა იცნობს და დახმარების შემთხვევაში ყველა იპოვის მათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close