გურჯაანითვითმმართველობა

“გურჯაანის მუნიციპალური სერვისი” სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოებს ახორციელებს

ა(ა)იპ “გურჯაანის მუნიციპალური სერვისი”, მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა დიდთოვლობის გამო დაზიანებული სოფელ ჭერმის ხევის წყლის სათავე ნაგებობა, მობილური ჯგუფის წევრების მიერ ტექნიკური მარილი გაიშალა და გაიწმინდა- გურჯაანი-ზიარის და ზეგაანი-ჭერემის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთები და სხვა.

” ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 7 წყლის ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, კალაური, ველისციხე, ჩუმლაყი, გურჯაანი, მელაანი, არაშენდა.

დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები დროულად და სრულად აღდგენილია შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, შაშიანი, ზეგაანი, ველისციხე, გურჯაანი, კაჭრეთი, ჯიმითი, დარჩეთი, ქოდალო, რის შემდეგაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას.

სოფელ ვაზისუბანში არსებულ ე.წ. “სოლოლაკის” რეზერვუარიდან, ე.წ. “სუბსარქისის” რეზერვუარამდე, მოეწყო 100 მეტრი სიგრძის წყლის ახალი მაგისტრალური ხაზი, რითაც წყლის მიწოდება საგრძნობლად გაუუმჯობესდა 100 ოჯახს.

ე.წ. “როსტიაანთ უბანში”, მცხოვრებ 100 ოჯახისთვის განკუთვნილ დაზიანებულ წყლის შემკრებ ხაზზე დასრულდა საშემდუღებლო სამუშაოები.

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

მოსწორდა და გაიწმინდა საუბნო გზის მონაკვეთები შემდეგ სოფლებში: გურჯაანი, ჭანდარი, კაჭრეთი და ქ.გურჯაანი”,- განმარტავენ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close