მთავარი ამბებისაზოგადოება

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსში” დაშავებულები მოინახულა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა პარლამენტის წევრ, დავით სონღულაშვილთან და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ, ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად, საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსში” დაშავებულები მოინახულა.

არსებული ინფორმაციით, 19 თებერვალს, საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ოთხი სამოქალაქო პირი გარდაიცვალა, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და დაიჭრა 5 ადამიანი.

“მოვინახულეთ დაშავებულები. დღეის მდგომარეობით, 3 პაციენტი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, თითოეულ მათგანს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას. ასევე, ვუსამძიმრებ 3 დღის წინ საგარეჯოში, მომხდარი ტრაგედიის შედეგად, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს, ვიზიარებ მათ მწუხარებასა და უდიდეს დანაკლისს”,- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით, საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსში” 3 ადამიანი გადის სამედიცინო მკურნალობას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close