დღის ამბები

კორონავირუსით დაინფიცირებული ავადმყოფების მისაღებად თელავში ორი სამედიცინო დაწესებულება ემზადება

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რიგითი მოქალაქეების მომსახურება უკვე შეაჩერდა საავადმყოფოს სტაციონარიდან პაციენტები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს. საავადმყოფო სრულ მზადყოფნაშია და კორონავირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეების მიღებას ხვალიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას, რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ხათუნა ჭონიაშვილი ადასტურებს.

,,სპეციალურად მოწყობილ ბოქსირებულ განყოფილებაში შევძლებთ მოვათავსოთ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები, ბოქსები გამიჯნულია, სადაც პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით მოვათავსებთ. საავადმყოფო აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით და სამედიცინო პერსონალმა უკვე გაიარა სპეციალური ტრენინგი. საავადმყოფოს სტაციონარში 52 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი” განაცხადა ჭონიაშვილმა.
სერვისები შეაჩერა თელავის ცენტრალურმა საავადმყოფომაც. მიმდინარეობს სოეციალური განყიფილებების მოწყობა და პერსონალის მომზადება.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის განმარტებით კახეთში სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირებულების გადაყვანა, დროის დაზოგვას, სწრაფ დიაგნოსტიკას და მკურნალობას შეუწყობს ხელს. ხიზანიშვილის განმარტებით სწრაფ ტესტებს კვირის ბოლომდე მიიღებენ, ხოლო ლაბორატორის პერსონალი სწრაფი ტესტის პროცედურულად სწორად ჩატარებისთვი გადამზადება მიმდინარეობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close