დღის ამბები

როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოში ვაზის გადაშენებას 1880-იან წლებში – ისტორია, რომელიც ბევრმა ქართველმა არ იცის

როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოში ვაზის გადაშენებას 1880-იან წლებში - ისტორია, რომელიც ბევრმა ქართველმა არ იცის

“1880-იანი წლე­ბის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას დიდ დი­ლე­მად ექცა ფი­ლო­ქ­სე­რა, რო­მე­ლიც მუსრს ავ­ლებ­და ვე­ნა­ხებს. რუს­მა სტა­რო­სელსკიმ და უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა წა­მო­ა­ყე­ნეს ამ მწე­რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დი – და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვა­ზის ამო­ძირ­კვა, ვაზ­ნამ­ყოფ მი­წა­ში კი შხამ­ქი­მი­კა­ტის ჩას­ხმა. ამ მე­თო­დის და­ნერგვა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რებ­და ვე­ნა­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ნი­ა­და­გის ეკო­ლო­გი­ურ და­ბინ­ძუ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და”, – ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი – ვაჟა შუ­ბი­თი­ძე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს გვაწ­ვდის, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ზის გა­და­შე­ნე­ბას.

– რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ კავ­კა­სი­ა­ში ფე­ხის შე­მოდ­გმის­თა­ნა­ვე გეზი აიღო ად­გი­ლობ­რი­ვი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის, გე­ნო­ფონ­დი­სა და მე­ურ­ნე­ობ­რი­ვი ტრა­დი­ცი­ე­ბის მოს­პო­ბი­სა­კენ. ყო­ვე­ლი­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი და ტრა­დი­ცი­უ­ლი უნდა ამო­ძირ­კვუ­ლი­ყო და მის ნაც­ვლად ევ­რო­პუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­ნერ­გი­ლი­ყო. ამ­გვა­რი, ხან­გრძლივ დრო­ზე გათ­ვლი­ლი კამ­პა­ნია და­ი­წყო ყო­ვე­ლი თეს­ლე­უ­ლი­სა და ნერ­გის უკონ­ტრო­ლო შე­მო­ტა­ნით კავ­კა­სი­ა­ში, რა­საც დი­დად უარ­ყო­ფი­თი, დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა თან – შე­მო­ვი­და და­სავ­ლეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­თა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. მალე ნა­ცარ­მა მოს­პო გუ­რია-სა­მეგ­რე­ლოს ვე­ნა­ხე­ბი. მე­ო­რე დიდი და­ნა­შა­უ­ლი იყო, რომ შე­მო­ი­ტა­ნეს და და­ამ­კვიდ­რეს ამე­რი­კუ­ლი ჰიბ­რი­დი – “იზა­ბე­ლა” (“ადე­სა”). “იზა­ბე­ლა” სა­ქარ­თვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი უწყვე­ტი მოქ­მე­დე­ბის ნაღ­მია, რო­მელ­მაც შემ­დგო­მი 150 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იფეთ­ქა (თ. ღლონ­ტი).

1879 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ვე­ნა­ხე­ბის სა­ერ­თო ფარ­თობ­ში სა­მეგ­რე­ლოს ხვედ­რი­თი წილი 17%-ს შე­ად­გენ­და, გუ­რი­ის კი 8%-ს, 1990 წელს კი სა­მეგ­რე­ლო­სი – 1.9% იყო, გუ­რი­ის კი -1.1%. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მო­ხე­ლეს ივან ლენცს მთავ­რო­ბამ და­ა­ვა­ლა ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მან კა­ხეთ­ში ყი­რი­მი­დან 28 ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ჯი­შის გავ­რცე­ლე­ბა სცა­და.

ათი წლის უნა­ყო­ფო წვა­ლე­ბის მერე 1846 წელს ლენცს ეყო პრო­ფე­სი­უ­ლი პა­ტი­ოს­ნე­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აზრი არ ჰქონ­და ევ­რო­პუ­ლი ჯი­შე­ბის შე­მო­ტა­ნა­სა და და­ნერგვას, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შე­ბი – რქა­წი­თე­ლი, კა­ხუ­რი მწვა­ნე, სა­ფე­რა­ვი, ხიხ­ვი და მცვი­ვა­ნი ევ­რო­პულ­ზე უფრო მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვან პრო­დუქ­ცი­ას იძ­ლე­ვი­ან და უფრო შე­გუ­ე­ბულ­ნი არი­ან ად­გი­ლობ­რივ ნი­ა­და­გურ-კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს.

ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბის აღი­ა­რე­ბა, უპირ­ვე­ლე­სად, ქარ­თვე­ლი მი­წათ­მოქ­მე­დის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის ტოლ­ფა­სი გახ­ლდათ. ეს ფაქ­ტი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა და ეს კარ­გად უნდა გვახ­სოვ­დეს (თ.ლონ­ტი).

მაგ­რამ იმ­პე­რი­უ­ლი მან­ქა­ნა არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. რად­გან ამ გზამ არ გა­ა­მარ­თლა, ახალ მზაკ­ვრულ რუ­სულ მე­თოდს მი­მარ­თეს. მე­ფის­ნაც­ვალ­მა მი­ხე­ილ ვო­რონ­ცოვ­მა 1845-50 წლებ­ში ყი­რი­მი­დან შე­მო­ი­ტა­ნა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უფა­სოდ და­ა­რი­გა 680 ათა­სი ძირი ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ნერ­გი, თუმ­ცა არც ამან გა­ა­მარ­თლა – ქარ­თვე­ლი მე­ვე­ნა­ხე ფხიზ­ლობ­და და ამ რუ­სუ­ლი დი­ვერ­სი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შეძ­ლო და არ გა­ა­შე­ნა ეს ჯი­შე­ბი.

– კი­დევ რა გზებს იყე­ნებ­და რუ­სე­თი ქარ­თუ­ლი ვა­ზის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად?

– 1880-იანი წლე­ბის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას დიდ დი­ლე­მად ექცა ფი­ლო­ქ­სე­რა, რო­მე­ლიც მუსრს ავ­ლებ­და ვე­ნა­ხებს. რუს­მა სტა­რო­სელსკიმ და უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა წა­მო­ა­ყე­ნეს ამ მწე­რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დი – და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვა­ზის ამო­ძირ­კვა, ვაზ­ნამ­ყოფ მი­წა­ში კი შხამ­ქი­მი­კა­ტის ჩას­ხმა. ამ მე­თო­დის და­ნერგვა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რებ­და ვე­ნა­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ნი­ა­და­გის ეკო­ლო­გი­ურ და­ბინ­ძუ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და. მაგ­რამ, ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მოჩ­ნდა კვა­ლი­თე­ლი ქარ­თვე­ლი აგ­რო­ნო­მი იო­სებ გუნ­ცა­ძე, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ ნაკ­ვეთ­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ცდე­ბით და­უმ­ტკი­ცა სტა­რო­სელკ­სის და მის მიმ­დევ­რებს, რომ ვე­ნა­ხე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი მე­თო­დი ამე­რი­კულ სა­ძი­რე­ზე მყნო­ბა იყო. პრო­ფე­სო­რი მა­რი­ო­ნი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ურ­ჩევ­და, ამე­რი­კუ­ლი ვაზი უვარ­გი­სია, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­ზე ხელი აი­ღეთ და მის მა­გივ­რად გვი­რი­ლა გა­ა­შე­ნე­თო.

დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ი­მარ­ჯვა გუნ­ცა­ძემ და ამით ქარ­თუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა გა­და­ურ­ჩა დიდ გან­საც­დელს.

1975 წლის­თვის ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ქარ­თუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის­თვის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და დამ­ღუპ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა: კა­ხეთ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად შეჰ­ქონ­დათ “იზა­ბე­ლას” ჯი­შის 1 მი­ლი­ო­ნი ცალი ნერ­გი, რაც ჩვე­ნი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის­თვის ზურ­გში მახ­ვი­ლის ჩა­ცე­მის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გან­ზრახ­ვა გა­ცხად­და და ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი მეც­ნი­ერ-მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი­სა და მეღ­ვი­ნე­ე­ბის პრინ­ცი­პულ­მა პო­ზი­ცი­ამ იხ­სნა სი­ტუ­ა­ცია. მაგ­რამ, რო­გორც შემ­დგომ გა­ირ­კვა, მზაკ­ვრუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად უფრო მე­ტად შე­ფა­რუ­ლი ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნეს. შე­უმ­ჩნევ­ლად, თან­და­თა­ნო­ბით ალაზ­ნის ველ­ზე შე­ი­ტა­ნეს ვა­ზის პირ­და­პირ-მწარ­მო­ებ­ლუ­რი თეთ­რი და წი­თე­ლი ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­სობ­რი­ვად მო­ე­დო შემ­დგომ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ზვრებს (ე.წ. “უწამ­ლო სა­ფე­რა­ვი” და სხვა სუ­რო­გა­ტე­ბი). სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მაგ­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის (ე.წ. “პორტვე­ი­ნი”) წარ­მო­ე­ბა ბოლ­შე­ვი­კე­ბის დროს და­ი­წყეს. 1950-60-იანი წლე­ბი­სათ­ვის მათი ხვედ­რი­თი წილი 25-30%-ი იყო, ხოლო 1985 წლი­სათ­ვის მათ არ­ნა­ხულ ზღვარს 70-75%-ს მი­აღ­წი­ეს. ეს იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნელ-ნელა მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი სა­მარ­კო ღვი­ნო­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან აქ­ცი­ეს რუ­სე­თის ბაზ­რი­სათ­ვის სა­შუ­ა­ლო ღირ­სე­ბის მქო­ნე შე­მაგ­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის მა­სობ­რი­ვად მწარ­მო­ე­ბელ და მიმ­წო­დე­ბელ კო­ლო­ნი­ურ რე­გი­ო­ნად.

ამ მოვ­ლე­ნებ­მა საკ­მა­ოდ გა­ზარ­და ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის დონე და მას­შტა­ბი, მკვეთ­რად შე­ი­ლა­ხა და და­ე­ცა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ხა­რის­ხი და რე­პუ­ტა­ცია ისე, რომ ინ­გლის­მა უარი თქვა სა­ფე­რა­ვის ღვი­ნის იმ­პორტზე სა­ქარ­თვე­ლო­დან, რაც შე­უ­ფერ­ხებ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მა­ნამ­დე. ჯერ კი­დევ 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს იყო მცდე­ლო­ბა ქვევრში კა­ხუ­რი ტი­პის ღვი­ნის დამ­ზა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ის წა­მო­წყე­ბი­სა, მაგ­რამ მეც­ნი­ერ-სპე­ცი­ა­ლის­ტთა პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო ეს ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­მა­გი­ე­როდ მან კვლავ იჩი­ნა თავი 1980-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ამ­ჯე­რად ეს მცდე­ლო­ბა უფრო მძი­მე შე­დე­გე­ბით დამ­თავ­რდა. სა­უ­კე­თე­სო ქვევ­რე­ბი მი­წით ამო­ავ­სეს და და­მარ­ხეს (ვაჩ­ნა­ძი­ა­ნის ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში). ეს ვან­და­ლუ­რი აქტი ქარ­თვე­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს (არა­და დღეს ქვევ­რს და ქვევ­რის ღვი­ნოს იუ­ნეს­კოს მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ძეგლის სტა­ტუ­სი 2015 წლი­დან). ამა­ვე დროს კვლავ წარ­მო­იშ­ვა და აგორ­და ტენ­დე­ცია ევ­რო­პუ­ლი ჯი­შე­ბის შე­მო­ტა­ნა-გავ­რცე­ლე­ბი­სა იმ მო­ტი­ვით, რომ ჩვე­ნი ჯი­შე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია ევ­რო­პელ­თათ­ვის და მათი მო­სა­წო­ნი ღვი­ნო სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბი­დან უნდა და­ვამ­ზა­დო­თო. დეგ­რა­დი­რე­ბა არ ას­ცდა ჩვენს სა­ა­მა­ყო ღვი­ნო­ებს “წი­ნან­დელს”, “გურ­ჯა­ანს”, “ნა­ფა­რე­ულს”, სამ­წლი­ა­ნის ნაც­ვლად მი­ვი­ღეთ ემა­ლი­რე­ბულ რე­ზერ­ვუ­ა­რებ­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ორ­წლი­ა­ნი ღვი­ნო­ე­ბი, რო­მელ­თაც არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არ ჰქონ­დათ სა­ხე­ლო­ვან წი­ნა­მორ­ბე­დებ­თან. და­ირ­ღვა ტექ­ნო­ლო­გია, გა­უ­ა­რეს­და ხა­რის­ხი.

1990 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტურ­მა მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა ყუ­რძნის შე­სას­ყი­დი ფა­სე­ბის ახა­ლი პრე­ის­კუ­რან­ტი, რო­მელ­შიც ყოვ­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და უსა­ფუძ­ვლოდ 1 კი­ლოგ­რა­მი “იზა­ბე­ლას” შე­სას­ყი­დი ფასი 1 მა­ნე­თით გა­ნი­სა­ზღვრა (ტყე­მა­ლი 2 მა­ნე­თი ღირ­და მა­შინ), ძვირ­ფა­სი ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შე­ბი­სა კი 50-60 კა­პი­კით. ეს იყო წი­ნას­წარ გა­მიზ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა გა­ეზ­რდათ მწარ­მო­ე­ბელ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა “იზა­ბე­ლას” ყუ­რძნით სა­ფე­რა­ვის, ალექ­სან­დრო­უ­ლის, ალა­დას­ტუ­რის, უსახ­ლე­ა­უ­რის, თავკვე­რი­სა და სხვა ძვირ­ფა­სი ჯი­შე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მით უფრო, რომ “იზა­ბე­ლას” მოყ­ვა­ნას არც დიდი შრო­მა და არც დიდი კა­პი­ტა­ლი არ სჭირ­დე­ბა (თ. ღლონ­ტი).

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close