მსოფლიო

კიევის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის 3 ვერსია – რას აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში?

კიევის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის 3 ვერსია - რას აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში?

უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში სა­უბ­რო­ბენ რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე, რა­საც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია კი­ე­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ ბრო­ვა­რი­ში ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნა. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის პრეს­ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

“უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა და­ი­წყეს მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა. ამ­ჟა­მად გა­ნი­ხი­ლე­ბა ტრა­გე­დი­ის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია”, – ვკი­თხუ­ლობთ უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ხელ­დე­ბა სამი მთა­ვა­რი ვერ­სია, ესე­ნია: ფრე­ნის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, ვერ­ტმფრე­ნის ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა და წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი ქმე­დე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად.

უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ატა­რე­ბენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო-ოპე­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბის და ყვე­ლა მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რის და­სად­გე­ნად.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა სულ მცი­რე, 18 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 3 ბავ­შვი.

უკ­რა­ი­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ვერ­ტმფრე­ნი, რო­მელ­შიც 9 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, 18 იან­ვარს, დი­ლით ჩა­მო­ვარ­და კი­ე­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ ბრო­ვა­რი­ში, ერთ-ერთ სა­ბავ­შვო ბაღ­თან.

და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი დე­ნის მო­ნას­ტირსკი, მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ევ­გე­ნი ენი­ნი და სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი იური ლუბკო­ვი­ჩი. კი­ე­ვის ოლ­ქის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ ოლექ­სი კუ­ლე­ბას ცნო­ბით, ხმე­ლეთ­ზე და­ღუ­პულ­თა შო­რის 3 ბავ­შვია. და­შავ­და 29 ადა­მი­ა­ნი, მათ­გან 15 ბავ­შვი.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, კი­რი­ლო ტი­მო­შენ­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვერ­ტმფრე­ნით მი­ემ­გზავ­რე­ბო­და ერთ-ერთ “ცხელ წერ­ტილ­ში”, სა­დაც საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ვერ­ტმფრე­ნის კა­ტას­ტრო­ფას სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია უწო­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ. მან სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს და ახ­ლობ­ლებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close