დღის ამბები

ქორწინება დემენციის განვითარების რისკს 6%-ით ამცირებს

ქორწინება დემენციის განვითარების რისკს 6%-ით ამცირებს

ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დაქორწინებულ ადამიანებს ნაკლებად აღენიშნებათ დემენცია.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში ჯანმრთელობა და ასაკი (Journal of Aging and Health).

კვლევაში მონაწილეობდა 44-დან 68 წლამდე ასაკის 8706 ადამიანი. როგორც შედეგებმა აჩვენა, ყველაზე ხშირად დემენცია უვითარდებოდა მათ, ვინც არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. ნაკლებად ხშირია ადამიანებში, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში ჰყავთ პარტნიორი, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

მეცნიერებს უჭირთ პასუხის გაცემა, თუ რატომ ხდება ეს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს გამოწვეულია სოციალური იზოლაციით.

ადამიანები, რომლებიც დიდხანს ცხოვრობენ მარტონი, უფრო მიდრეკილნი არიან სტრესისკენ, უფრო ხშირად აღენიშნებათ სიმსუქნე და სხვადასხვა მავნე ჩვევები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close