დღის ამბებისაზოგადოება

კახეთში რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია

კახეთში თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი ადამიანების რაოდენის გაზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.დღეის მდგომარეობით,ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი კვლევიდან Covid 19-ის არ დადასტურებულა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში განაცხადეს.
ნელი ხიზანიშვილის თქმით,
რეგიონში,ორი მუნიციპალიტრტის მასშტაბით 8 საკარანტინე ლოკაციაზე 528 მოქალაქე იმყოფება. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თვითიზოლაციაში
მყოფი იმ მოქალაქები რაოდენობა,რომლებმაც სააზღვარი გადმოკვეთეს.რეგიონის მასშტაბით 463 -ია.ხოლო 18-ს მეთვალყურეობის ვალდებულება მოეხსნა.3 პირი კი თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით გადაიყვანეს თბილისში საკარანტინე სივრცეში.

ამასთან,ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ყველა საეჭვი შრმთხვევას იკვლევენ.ამ ეტაპზე მარნეულის შემთხვევასთან არცერთი კონტაქტი ან კავშირი არ იკვეთება.

კახეთში,ვირუსის შესაძლო გავრცელების გამო,სავადმყოფოები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმში გადადის.ამ დროისთვის რეგიონში 4 სავადმყოფოს აღჭურვა მიმდინარეობს.სადაც დაინფიცირებულ პაციენტებს სპეციალირად მოწყობილ ბოქსირებულ განყოფილებებში მოათავსებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close