მსოფლიო

მსოფლიოს ახალი “მის სამყარო” ჰყავს – ვინ მოიპოვა ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული

მსოფლიოს ახალი "მის სამყარო" ჰყავს - ვინ მოიპოვა ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული

ნიუ ორ­ლე­ან­ში მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი, “მის სამ­ყა­რო“ გა­ი­მარ­თა, სა­დაც ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლის ტი­ტუ­ლით­ვის მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან 80-ზე მეტი ქალი იბ­რძო­და.

კონ­კურ­სში აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, “მის ამე­რი­კამ”, ბონი გაბ­რი­ელ­მა გა­ი­მარ­ჯვა.გაბ­რი­ე­ლი 28 წლის დი­ზა­ი­ნე­რია ჰი­უს­ტო­ნი­დამ, ტე­ხა­სის შტა­ტი­დან. ახალ­გაზ­რდა ქალს ფი­ლი­პი­ნუ­რი ფეს­ვე­ბი აქვს და გა­სულ წელს ის გახ­და პირ­ვე­ლი ფი­ლი­პი­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ამე­რი­კე­ლი, რო­მელ­მაც “მის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის” ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

ის არის მო­დე­ლი და დი­ზა­ი­ნე­რი. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ჩრდი­ლო­ეთ ტე­ხა­სის უნი­ვე­რის­ტე­ტი, დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტი. აქვს სა­კუ­თა­რი ბრენ­დი – სა­მო­სის ხაზი და არის თა­ვი­სი­ვე კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ სურს, შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი იყო ქა­ლე­ბის­თვის და აჩ­ვე­ნოს მათ, რომ შე­უძ­ლი­ათ მიზ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა და “სამ­ყა­როს და­პყრო­ბა.“

რო­დე­საც გაბ­რი­ე­ლი ტოპ ხუთ გო­გო­ნას შო­რის მოხ­ვდა, ჰკი­თხეს, თუ რას შეც­ვლი­და კონ­კურ­სში, რა­ზეც მო­დელ­მა ასე უპა­სუ­ხა, – “მინ­და, რომ სა­შუ­ა­ლო ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­საც ჰქონ­დეთ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. 28 წლის ვარ და ეს არის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ასა­კი ამ კონ­კურ­სის­თვის. ჩემი საყ­ვა­რე­ლი ცი­ტა­ტაა: “თუ არა ახლა, მა­შინ რო­დის?“ რად­გან, რო­გორც ქალს, მე მჯე­რა, რომ ასა­კი არ გან­გვსა­ზღვრავს ჩვენ.”

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close