რჩევები

რა არის სატურაცია და როგორი უნდა იყოს ნორმალური სატურაციის მაჩვენებელი

რა არის სატურაცია და როგორი უნდა იყოს ნორმალური სატურაციის მაჩვენებელი

სატურაცია სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელია.

ჟანგბადი სისხლის წითელ უჯრედებში შემავალ ჰემოგლობინს გადააქვს. იგი მთელ ორგანიზმს ამარაგებს ჟანგბადით.

ჯანმრთელი ადამიანის სატურაციის მაჩვენებელი 95-100% შორის უნდა იყოს. თუ სატურაციის ხარისხი ამ მაჩვენებელზე დაბალია, მაშინ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით ვერ მარაგდება, რაც საყურადღებო მდგომარეობაა და ექიმის კონსულტაციას მოითხოვს.

ასევე, სატურაციის დონეს ამცირებს პნევმონია, ამ დროს ვერ ხდება საკმარისი ჟანგადით ორგანიზმის მომარაგება და ნახშირორჟანგის შესუნთქვა.

რა სიმპტომები მიგვანიშნებს ჟანგბადის დეფიციტზე:

სუნთქვის გაძნელება როგორც მოსვენებისას, ასევე ფიზიკური დატვირთვისას;

გახშირებული სუნთქვა;

ჰაერის უკმარისობა;

დისკომფორტი გულმკერდის მიდამოში

რამდენიმე რჩევა ორგანიზმში ჟანგბადის დონის გასაზრდელად:

ეცადეთ ისხდეთ გამართულად;

გაატარეთ დიდი დრო გარეთ, სუფთა ჰაერზე( თუ გარეთ სიცივე ან ძლიერი სიცხეა, უმჯობესია შენობაში დარჩეთ);

ისუნთქეთ ღრმად, რომ რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი მოხვდეს ფილტვებში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close