დღის ამბები

აშშ-მა ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატის გამოყენებას მხარი დაუჭირა

აშშ-მა ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატის გამოყენებას მხარი დაუჭირა

ამერიკის საკვების ხარისხისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა დაჩქარებული წესით გასცა თანხმობა პრეპარატ Leqembi-ს გამოყენებაზე, რომელიც განკუთვნილია ალცჰაიმერის დაავადებისთვის. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„აღნიშნული მკურნალობის მეთოდი არის უახლესი თერაპია, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ დაავადების სიმპტომების კუპირებაზე, არამედ მისი ძირითადი პროცესის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – წერია უწყების განცხადებაში.

პრეპარატი Leqembi არის იაპონური ფარმაცევტული კომპანია Eisai-სა და ამერიკული Biogen-ის მიერ შექმნილი მედიკამენტი, რომელზეც დაჩქარებული წესით თანხმობა გაიცა იმის გამო, რომ მას აქვს მოსახლეობაში მაღალი მოთხოვნილება და დადასტურებული ეფექტურობა.

პრეპარატის კვლევები მსუბუქი კონგიტური აშლილობის მქონე 865 პაციენტზე ჩატარდა, რა დროსაც დადგინდა, რომ მათ, ვინც იღებდა Leqembi-ს, ჰქონდათ უკეთესი შედეგები, ვიდრე იმ ჯგუფს, რომელიც იღებდა პლაცებოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close