საზოგადოება

სავალდებულო რეგისტრაცია და გადასახადი- რა უნდა გააკეთოთ 2023 წლიდან ევროპაში გამგზავრებამდე?

სავალდებულო რეგისტრაცია და გადასახადი- რა უნდა გააკეთოთ 2023 წლიდან ევროპაში გამგზავრებამდე?

2023 წლის ბოლოდან ევროპის მონახულება ფასიანი ხდება. მალე ევროკავშირში ETIAS-ის სავიზო პროგრამა ამოქმედდება. ETIAS არ არის იგივე, რაც ვიზა. ის უფრო სწრაფია, კეთდება ონლაინ და არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას. თუმცა, დადგენილია მისი მიღების პროცედურა და ღირებულება, ისევე როგორც აშშ-ის ESTAS სქემაში.

ცვლილება შეეხება დაახლოებით 1,4 მილიარდ ადამიანს, რომლებიც ვიზისაგან გათავისუფლებული 60-ზე მეტი ქვეყნიდან. ახლა კი მათ მოგზაურობის ნებართვა დასჭირდება. განაცხადი გამგზავრებამდე წინასწარ, ელექტრონულად უნდა შეავსონ და 7 ევრო გადაიხადონ.

გთავაზობთ ხშირად დასმულ შეკითხვებს, რომლებიც პროცედურაში უკეთ გაკრვევაში დაგეხმარებათ

რა არის ETIAS?

ეს არის ევროპის ქვეყნებში შესვლის მოთხოვნა შენგენის ზონაში ვიზისგან თავისუფალი ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან ევროპის 30 ქვეყანაში. ETIAS-ის გავლის სამართლებრივი პროცედურები 2016 წელს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, სისტემა სრულად ამოქმედდება 2023 წლის ნოემბერში.

ამ სისტემის ამოქმედების მიზანი ევროპაში უსაფრთხო მოგზაურობაა. მოგზაურობის ავტორიზაციის ეს სისტემა შეაგროვებს, თვალყურს მიადევნებს და განაახლებს ვიზიტორებთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას.

რატომ გახდა საჭირო ამ სისტემის შემოღება?

ETIAS-ის ავტორიზაციის დამტკიცების მთავარი მიზეზი უსაფრთხოებაა.

ევროკომისიის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა 2016 წლის მიმართვაში თქვა: „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ კვეთს ჩვენს საზღვრებს. ამ გზით ჩვენ გავიგებთ, ვინ მოგზაურობს ევროპაში“.

რომელ ქვეყნებში შესასვლელად დაგჭირდებათ ETIAS?

ეს ქვეყნებია:

ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

რა სახშირით იქნება საჭირო ETIAS-ის რეგისტრაცია?

ETIAS-ი მოქმედებს სამი წლის განმავლობაში, შესაბამისად, განაცხადსაც აქვს სამწლიანი ვადა. სამი წლის შემდეგ თქვენ ხელახლა უნდა შეავსოთ ელექტრონული ფორმა.

რამდენჯერ შეიძლება ჩავიდე ევროპაში?

რამდენჯერად გსურთ. ETIAS-ის მოქმედი მოგზაურობის ნებართვა ამ უფლებას არ გიზღუდავთ – შეგიძლიათ ევროპაში იმოგზაუროთ რამდენჯერაც გინდათ, მოკლევადიანი ვიზიტით, რაც მოიცავს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. თუმცა, ცხადია, ჩასვლისას, მესაზღვრე ჩვეულებრივ ამოწმებს თქვენს პასპორტსა და სხვა დოკუმენტებს, რათა დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებთ ქვეყანაში შესვლის პირობებს.

რა პროცედურებია გასავლელი?

ETIAS-ისთვის განაცხადის პროცესი მოიცავს ოთხ მარტივ ნაბიჯს:

ავსებთ ETIAS-ის ონლაინ განაცხადის ფორმას.

იხდით ETIAS-ის საფასურს.

ETIAS-ის აპლიკაცია იგზავნება უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სხვადასხვა ბაზებში გადასამოწმებლად.

იღებთ თქვენს ETIAS-ს.

ევროპაში „შესვლის საფასური ყველასთვის 7 ევრო იქნება?

ეს წესი ეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებს, 70 წლამდე – ისინი ამ მოსაკრებელს იხდიან.

18 წლამდე და 70 წელს ზემოთ მოგზაურებს საფასურის გადახდა არ დასჭირდებათ.

როგორ გადავიხადოთ ETIAS ვიზის მოსაკრებელი?

ETIAS ვიზის მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელი იქნება ონლაინ, საკრედიტო ან სადებეტო ბარათით. საკმარისია შეიყვანოთ თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალები და განაგრძოთ გადახდა.

როგორ ვავსებთ აპლიკაციას? დიდი დრო უნდა?

ETIAS განაცხადის შევსებას ელექტრონულად დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close