პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის “გადარჩენის მოთხოვნით” აქციები დასრულდა – მესამე პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა თბილისსა და რეგიონებში გამოხატეს

მიხეილ სააკაშვილის "გადარჩენის მოთხოვნით" აქციები დასრულდა - მესამე პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა თბილისსა და რეგიონებში გამოხატეს

თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე გამოხატეს.

სოლიდარობის პროტესტის მონაწილეების ნაწილი მშვიდობის ხიდთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი – „მიშას სიცოცხლისთვის” გადმოფინეს.

ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებით, მოქალაქეები შეიკრიბნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, რის შემდეგაც მსვლელობით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გადაინაცვლეს.

აქციის მთავარი მოთხოვნა იყო „მკურნალობის მიზნით მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა“ და მისი „სიცოცხლის გადარჩენა“.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები ჩატარდა თბილისის გარდა, საქართველოს რეგიონებში – შეკვეთილში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ასევე დღის განმავლობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close