რჩევები

ნაბახუსევის მკურნალობა არ შეიძლება ალკოჰოლით, ყავით ან ბულიონით- მითები ნაბახუსევის სინდრომის სამკურნალო საშუალებებზე

ნაბახუსევის მკურნალობა არ შეიძლება ალკოჰოლით, ყავით ან ბულიონით- მითები ნაბახუსევის სინდრომის სამკურნალო საშუალებებზე

ნაბახუსევის სინდრომის მკურნალობა არ შეიძლება ალკოჰოლით, ყავით, ხორცის ბულიონით და აბანოთი.

პირველ რიგში, ნაბახუსევზე არ გირჩევთ ალკოჰოლის მიღებას. სპირტიანი სასმელების განმეორებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭუკანა ჯირკვლის და ღვიძლის ანთება. თავი უნდა შევიკავოთ ვარჯიშისგან და უარი ვთქვათ ცხიმიან და შემწვარ საკვებზე.

ნაბახუსევის სინდრომის სამკურნალო მეთოდად ასევე მოწოდებულია ხორცის ბულიონი, თუმცა ამ მდგომარეობაში მისი მიღება არაა რეკომენდებული. ასევე საშიშია ყავა და აბანო. აბანო უმჯობესია შხაპით შევცვალოთ, რომელიც დაგვეხმარება ნაბახუსევის სიმპტომების მოხსნაში.

დილას ყავა სჯობს წყლით, მცენარეული ჩაით შევცვალოთ. ალკოჰოლის ორგანიზმიდან გამოყოფის პროცესის დასაჩქარებლად, აუცილებელია სასმელი წყლის რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მიღება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close